რეზონანსი
19.05.2026

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, პეკინის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ, სადაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

"საინტერესო შეხვედრა იყო დილით პეკინის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში. სტუდენტები, ექსპერტები, ლექტორები, მათ შორის, მოწვეული ლექტორები, საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო. ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე და იმ პერსპექტივაზე, რაც გააჩნია მსოფლიოს, როდესაც ეს დაპირისპირებების ცხელი ფაზა დამთავრდება და იმედია, რომ გადავა მსოფლიო ახალ დღის წესრიგზე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს დელეგაციამ პეკინიდან სიანში გადაინაცვლა, ქალაქში რომელიც ჩინეთის უმნიშვნელოვანესი კულტურული, ისტორიული და ეკონომიკური ცენტრია, აქვს სტრატეგიული დატვირთვა, რადგან სწორედ იქ იწყება სი ძინ პინის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პროექტი "ერთი სარტყელი ერთი გზა." მათ შორის ეს არის ძველი აბრეშუმის გზისა და ახალი შუა დერეფნის საწყისი წერტილი, საიდანაც ჩინური ტვირთების უდიდესი ნაწილი ცენტრალური აზიისა და საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით იგზავნება.

უძველესი დედაქალაქი ჩინეთის დასავლეთის მიმართულების ეკონომიკური და სატრანზიტო ჰაბია, სადაც ვაჭრობას საფუძველი ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ჩაეყარა. საქართველომ კი ამ გზით სტრატეგიული გეოპოლიტიკური უპირატესობა ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის და მისი ვაჟის დაჩის დროს შეიძინა. ჩინეთს ახლაც ისევე სჭირდება ეს გზა როგორც საუკუნეების წინ. მსოფლიოში მიმდინარე ომებმა კი შუა დერეფანი ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო ჰაბად აქცია. კიდევ ერთი დეტალი: სიანის მშრალი პორტიდან ევროპისკენ მიმავალი მატარებლები ფოთისა და ბათუმის პორტებამდე 12-დან 16 დღემდე ჩამოდიან მაშინ, როდესაც საზღვაო გზით იმავე ტვირთის გამოგზავნას თითქმის ორი თვე სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×