რეზონანსი
16.05.2026

„სამწუხაროდ, შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ისმის უსამართლო ბრალდებები სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დანიაში განვითარებულ მოვლენებს. არჩილ გორდულაძე ორმაგ სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას.

„დანიაში სამართალდამცავებმა გამოიყენეს სხვადასხვა სპეციალური საშუალება, ხელკეტები და ძაღლები, იმისთვის, რომ დემონსტრანტების პოზიცია დაეხშოთ. ხოლო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც საათების განმავლობაში ცდილობდნენ, ცოცხლად დაეწვათ სამართალდამცავები, შენობა-ნაგებობები, გაენადგურებინათ სახელმწიფო და კერძო საკუთრება და გადატრიალება მოეხდინათ, ამაზე ლეგიტიმური საპასუხო ღონისძიებები განახორციელა სამართალდამცავმა ორგანოებმა, თან - გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ეს არის ევროპული და ამერიკული, ამაზე ჩვენ ვისმენთ შემოტევას, არათუ კრიტიკას, პირდაპირ თავდასხმას ქართველ სამართალდამცავებზე, ქართულ სახელმწიფოზე. ეს კიდევ ერთი მაგალითია პოლიტიკური ანგაჟირებისა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

13 მაისს, დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 20-მდე მოქალაქე დააკავა, ათეულობით კი დაშავდა. ადგილობრივი მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლებით, როგორ გაუსწორდა პოლიცია აქტივისტებს, მათ შორის, პრესის წარმომადგენლებს. ამ დროს, დემონსტრანტები დანიის ხელისუფლების მხრიდან, ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვაში დახმარებას აპროტესტებდნენ.

ავლენს თუ არა კოპენჰაგენი ორმაგ სტანდარტს, როცა დანია აკრიტიკებს ქართულ დემოკრატიას და ქართველ სამართალდამცავებს, საკუთარ ქვეყანაში კი მომიტინგეებს სასტიკად უსწორდება, აკავებს და გამოხატვის თავისუფლებას უკრძალავს - ამ კითხვაზე პასუხს „რუსთავი 2“ დანიის საელჩოსგან ამ დრომდე ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×