
რა კონტექსტშიც ხდება უკრაინული მხარის გააქტიურება, არის ერთი, საქართველოს როლი დაკავშირებდობის კონტექსტში და ის საჭიროებები, რაც ჩვენს ფართო სამეზობლოში სახელმწიფოებს გააჩნიათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ საუბრისას.
მისივე თქმით, დღეს საქართველოსთან, საქართველოს გავლით ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს ესაჭიროება, რაც ბუნებრივია და არ არის გამორიცხული, რომ იგივე საჭიროებები დგას უკრაინული მხარისთვისაც. ადვილად ასახსნელია, თუ რატომ სჭირდება უკრაინას დღეს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება.
ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა კაია კალასის განცხადებებზეც.
„მე დარწმუნებული ვარ, კამერის მიღმა და იმ სიტყვების მიღმა ყველამ კარგად იცის რამდენად უსამართლო იყო ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ვხედავთ შეცვლილ რიტორიკას, იქაც იგრძნობა სხვაობა, თუნდაც კრიტიკაში, მაგრამ როდესაც ხედავ უსამართლო დამოკიდებულებას სრულიად არარეალურ კომენტარებს, რეზოლუციებს, ნაბიჯებს, რთულია ამ ყველაფრის ერთ დღეში შემობრუნება და ერთ დღეში ამ ყველაფრის დავიწყება. ჩვენ გვესმის ესეც, რომ ასე ვერ მოხდება, თუმცა გარკვეული დინამიკა, რაც შეიმჩნევა, მე იმედი მაქვს, რომ მივალთ იქამდე, რომ ეს დამოკიდებულება უკვე საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით", - განმარტა ბოჭორიშვილმა.