
ვერონა ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონში. წარმოადგენს რეგიონის შვიდი პროვინციული დედაქალაქიდან ერთ-ერთს. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 265 410 ადამიანს შეადგენს, ხოლო მეტროპოლიური არეალის 714 274-ს. ვერონა რეგიონის მეორე და ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის მესამე ყველაზე ხალხმრავალი კომუნაა.
მისი კულტურული მემკვიდრეობის, რამდენიმე ყოფლეწლიური ბაზრობის, შოუების, პოეზიის სეზონებისა თუ რომაელების მიერ აშენებული ამფითეატრის წყალობით, ვერონა ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
2000 წელს, იუნესკომ ვერონა მისი ურბანული სტრუქტურისა და არქიტექტურის გამო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ვერონა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ლირიკული და სიყვარულით გაჟღენთილი ქალაქი, არაჩვეულებრივად არის მორგებული როგორც მშვიდი, ასე მგრძნობიარე მოგზაურებისთვის, ვისაც ისტორია, არქიტექტურა და ელეგანტური ატმოსფერო იზიდავს.
ეს არის ადგილი, სადაც რომეოსა და ჯულიეტას სული ჯერ კიდევ ზუსტად იმ აივანზე ცხოვრობს, რომელზეც მთელი მსოფლიო ოცნებობს. დილას შეგიძლია დაიწყო Piazza delle Erbe-ზე - ძველი რომაული ფორუმის ადგილზე შექმნილ მოედანზე, რომელიც დღესაც პულსირებს ქალაქის ცხოვრების სიხშირით. აივნებით მორთული ფერადი შენობები, კაფეებში დილის ესპრესო და ბაზრის არომატები ქმნის ნამდვილ ვერონულ განწყობას.
შემდეგ გადაინაცვლე Casa di Giulietta-სთან - უძველეს შალესთან, სადაც შეგიძლია ნახო ლეგენდარული აივანი და ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია ლიტერატურაა, მისი მელანქოლიური მაგია ამ ქუჩაზე სრულიად რეალურია. მოინახულე ულამაზესი არენა - Arena di Verona, რომაული ამფითეატრი, რომელიც დღემდე მასპინძლობს ოპერის გრანდიოზულ სპექტაკლებს.
საღამოს თუ ბედმა გაგიმართლა, შეგიძლია ისტორიულ ქვებს შორის ვერდის მუსიკა ცოცხლად მოისმინო. გადადი Adige-ს ხიდზე და აიარეთ Castel San Pietro-მდე - იქიდან ვერონას ხედები, წითელკრამიტიანი სახურავებით და მდინარის რკალით, უბრალოდ ჯადოსნურია. იდეალური ადგილი ჩაფიქრებისთვის, სიყვარულისთვის, ან უბრალოდ სილამაზის ჩასუნთქავად. კულინარიულად ვერონა იმდენად დახვეწილია, როგორც მისი არქიტექტურა - სცადე Amarone ღვინო, risotto all Amarone, ადგილობრივი პოლენტა, და, რა თქმა უნდა, ტრადიციული ტირამისუ პატარა ოჯახურ რესტორანში. ვერონა არის ადგილი, სადაც სიყვარული ქალაქის კედლებიდანაც კი ისმის. აქ არ მოდიხარ უბრალოდ დასასვენებლად - აქ მოდიხარ, რომ იგრძნო. სილამაზე, რომელსაც არა კამერის ობიექტივი, არამედ გული იღებს

The Best hotel
Albergo Fontana Verona
Via Goffredo Mameli, 148, 37134 Verona
Tel: +39 0458352615. Email: info@albergofontana.com. WhatsApp +39 3925774089
ეს მყუდრო სასტუმრო დაიბადა რესტავრაციის შედეგად, რომელიც არტ-ნუვოს სტილში მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ შენობად ჩაუტარდა. სასტუმრო მდებარეობს პრესტიჟული ბორგო ტრენტოს რაიონის გულში, ვერონას ისტორიული ცენტრის სიახლოვეს. აქ საუკეთესოდ არის შეხამებული კლასიკური ელეგანტურობა და თანამედროვე სტილი, რასაც ალბერგო ფონტანას განახლებულ ნომრებში შეიგრძნობთ. სასტუმრო კომფორტისა და ღირებულების საუკეთესო სინთეზს გთავაზობთ.

The best restaurant
LAmico Mio Verona
Via San Vitale 7, Verona 37129
Tel: +39 3520155810. Email: info@lamicomio@gmail.com
პატარა და მყუდრო რესტორანი ვერონას ცენტრში, სადაც შემოგთავაზებენ უახლესი ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ გემრიელ კერძებს ხელმისაწვდომ ფასებში. ყველაფერი სწრაფად მზადდება თქვენს თვალწინ და პერსონალი ცდილობს, რომ ყოველი სტუმრისთვის ეს იყოს დაუვიწყარი კულინარიული თავგადასავალი. ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ ადამიანების ენთუზიაზმი და სიყვარული, რომლითაც ისინი თავის საქმეს აკეთებენ.