რეზონანსი
11.09.2025

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად დაიღუპა. გიორგი ხატიაშვილი შემთხვევით მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა.

„5 სექტემბერს ამერიკის ემიგრაციას გამოაკლდა ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდა, გიორგი ხატიაშვილი.

ის იყო უაღრესად პატიოსანი მშრომელი ახალგაზრდა, არა მწეველი, არა მსმელი, არა ნარკომანი, გიორგი ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა, (შემთხვევით ჩავარდა მეტროს ხაზში).

ვუსამძიმრებთ და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს.

გიორგის მეუღლე ორი არასრულწლოვანი შვილის აღზრდით არის დაკავებული, აქვს ენის ბარიერიც და ვერ მუშაობს. გთხოვთ ყველას, ვისაც რა შესაძლებლობა გაქვთ, დავუდგეთ გვერდით, დავეხმაროთ მორალურად და ფინანსურად გარდაცვლილის ოჯახს“, – წერს სოციალურ ქსელში ელენე ბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×