რეზონანსი
25.05.2024

კახი კალაძემ ამერიკული სანქციები კოვიდ პანდემიას შეადარა. ივანიშვილის გუნდის ლიდერი დარწმუნებულია, რომ სანქციებსც ისე გადაიტანს, როგორც  ვირუსი გადაიტანა.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა დღეს ამერიკას მეგობრობის ხარისხი დაუწუნა და ლამის მტრად გამოაცხადა. რუსული კანონის მომხრე კალაძე ვერ ხვდება, რის გამოო შეიძლება აუკრძალონ ამერიკაში მოგზაურობა და დასვენება მეგაპოლისებში. 

თბილისის მერი დღეს ამტკიცებდა, რომ ამერიკა სააქართველოს ხელისუფლებას ჩაგრავს. 

აბსოლუტურად გაუგებარია, ჯერ ის სანქციების ნაწილი, რომელიც იქნა გაჟღერებული მიმოსვლასთან დაკავშირებით. რის გამო, რომ ქვეყანაში პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც ეხება მხოლდო და მხოლოდ ერთ რამეს, გამჭვირვალობას და როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქმედებას, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ არც პარტნიორობი, არც მეგობრები, ვყოფილვართ მტრები, ასე გამოდის.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ფრენებს, პირდაპირ სავაჭრო ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ, თუ კონკრეტული ნაბიჯი იქნება გადადგმული, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ აღნიშNული კანონის არც საჭიროება იქნება და არც აუცილებლობა დღის წესრიგში.

საერთოდ ვერ ვხდები, რატომ უნდა იყოს სანქციები დაწესებული. რა უფრო დიდი სახელმწიფო არიან და უნდათ, რომ დაგვჩაგრონ? კი ბატონო გააკეთონ, ამით რა? უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ და მეორე ფრონტი გაჩნდება ქვეყანაში? კი ბატონო, გააკეთონ, გადავიტანთ როგორმე. ჩვენ გამოვიარეთ ისეთი რთული პერიოდი, როგორიც იყო პანდემია მაგალითად, როდესაც ყველანაირი გადაადგილება გვქონდა. ყველაფერს გავუძლებთ.

აქ ქვეყანის სანქცირებაზე არ არის საუბარი, ინდივიდებზეა საუაბრი. ქვეყანას თავი დაანებეთ. ჩენ არ მივალთ მაგ დონეზე და მოხდება ურთიერთობების გადახედვა", - ამბობს კალაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×