|

ჩინეთი ჩვენთვის ერთ-ერთი ახალი ბაზარია, სადაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა, რათა მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა. „მაისში გავემგზავრებით შანხაიში, ერთ-ერთ ძალიან დიდ გამოფენაზე, სადაც მათ შორის კერძო სექტორი მიგვყავს იმისთვის, რომ ჩინურ ბიზნესსექტორთან დავაახლოოთ. ჩინეთი ძალიან დიდი ბაზარია, შესაბამისად, საფეხურებრივად, სწორი სტრატეგიით, სწორი აქცენტებით უნდა ვეცადოთ, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა ჩინელ ტურისტებს. ჩვენ შევხვდით ბერლინში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას, რომელიც ეხმარება ქართულ ბიზნესს, მზად იყვნენ ჩინელი ტურისტების დასახვედრად. ვფიქრობთ, რომ საქართველოს ცნობადობა ჩინეთში საფეხურებრივად გაიზრდება. ჩინელი ტურისტი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველია, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ და ხანგრძლივი მოგზაურობა ახასიათებთ. მიგვაჩნია, რომ საქართველო ჩინელებისთვის შეიძლება ერთ-ერთ საყვარელ ადგილად გადაიქცეს", - აღნიშნა ომიაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|