რეზონანსი
28.02.2024

მკვლე­ლო­ბა მოხ­და თბი­ლის­ში, სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში, წი­ნუ­ბა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში. მოკ­ლუ­ლია 22 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. მას ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით ყე­ლის და ზურ­გის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ის სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ერთ-ერთ ორ­მო­ში იქ მო­მუ­შა­ვე ხე­ლოს­ნებ­მა მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. ამის შემ­დეგ მათ გო­გო­ნას მა­მას და­უ­ძა­ხეს, რო­მელ­მაც შვი­ლის ცხე­და­რი ამო­ცი­ნო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვე­ლო­ბის მო­ტი­ვი მე­გო­ბარ­თან არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტია. ად­გი­ლობ­რი­ვებს არ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­დის მოხ­და მკვლე­ლო­ბა. რო­გორც წი­ნუ­ბან­ში ამ­ბო­ბენ, მათ წუ­ხელ ყვი­რი­ლის ხმა არ გა­უ­გი­ათ.

„დი­ლის 9 სა­ათ­ზე ნა­ხეს ხე­ლოს­ნებ­მა... ჩვენ სა­მუ­შა­ო­ზე გვე­გო­ნა, მისი ძმაც იმა­ვე სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს და რომ და­ვუ­რე­კეთ თქვა, არ მო­სუ­ლაო. მერე მა­მას და­უ­ძა­ხეს, მი­ვი­და გა­და­აბ­რუ­ნა და ნახა თა­ვი­სი შვი­ლი" - ჰყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი.

უცნობია რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გუშინ ღამის 2 საათისთვის გოგონა სახლში იყო, თუმცა როდის და რატომ გავიდა სახლიდან, მათ არ იციან. ისინი ვარაუდობენ, რომ გოგონას გვიან ღამით ტელეფონზე დაურეკეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×