
მკვლელობა მოხდა თბილისში, სამგორის რაიონში, წინუბანის დასახლებაში. მოკლულია 22 წლის ქეთი ჯავახიშვილი. მას ჭრილობები ცივი იარაღით ყელის და ზურგის არეში აქვს მიყენებული.
ის საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ერთ-ერთ ორმოში იქ მომუშავე ხელოსნებმა მოკლული იპოვეს. ამის შემდეგ მათ გოგონას მამას დაუძახეს, რომელმაც შვილის ცხედარი ამოცინო.
არსებული ინფორმაციით, მკველობის მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტია. ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის მოხდა მკვლელობა. როგორც წინუბანში ამბობენ, მათ წუხელ ყვირილის ხმა არ გაუგიათ.
„დილის 9 საათზე ნახეს ხელოსნებმა... ჩვენ სამუშაოზე გვეგონა, მისი ძმაც იმავე სამსახურში მუშაობს და რომ დავურეკეთ თქვა, არ მოსულაო. მერე მამას დაუძახეს, მივიდა გადააბრუნა და ნახა თავისი შვილი" - ჰყვება ადგილობრივი.
უცნობია რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გუშინ ღამის 2 საათისთვის გოგონა სახლში იყო, თუმცა როდის და რატომ გავიდა სახლიდან, მათ არ იციან. ისინი ვარაუდობენ, რომ გოგონას გვიან ღამით ტელეფონზე დაურეკეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.