რეზონანსი
20.11.2023

შავ ზღვაში ჩაიძირა თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

„ქარიშხლის დროს სატვირთო გემი 12 მგზავრით თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჩაიძირა. ხელისუფლებამ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.

არსებული ინფორმაციით, რეგიონს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს და უამინდობამ საძიებო სამუშაოებს ხელი შეუშალა.

„როცა ამინდი გაუმჯობესდება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განუცხადა ერლიკაიამ ჟურნალისტებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×