რეზონანსი
19.10.2023

მეგის ქარდავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. ბრალდებულმა სერგო თეთრაძის წამების საქმის განმხილველი მოსამართლეების აცილება მოითხოვა და სასამართლო შემადგენლობას შეურაცხყოფა მიაყენა.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. რაც შეეხება თავად ბრალდებას, ქარდავას ადვოკატი მას „გამოგონილს" უწოდებს.

ქართულმა სასამართლომ მეგის ქარდავა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებისთვის ერთხელ უკვე გაასამართლა, თუმცა სამშობლოში ექსტრადიციის შემდეგ ქარდავამ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების თავიდან განხილვა მოითხოვა და მას მოწმეების გამოკითხვის პროცესში მონაწილეობა პირადად მიეღო. ახლა ქარდავას პროცესზე დასაბრუნებლად სასამართლოსთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×