დღეს, 10 ოქტომბერს ახალციხეში N5 საჯარო სკოლაში, დაახლოებით 18:00 საათზე, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ვითარების გასარკვევად ადგილზე მისული "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი სკოლის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემაც. მოსწავლეების მშობლების ინფორმაციით, მანქანა სავარაუდოდ მეხუთე კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს დაეჯახა. არასრულწლოვანი სკოლის შენობიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანამდე მშობლებმა მიიყვანეს, თუმცა დირექტორის მსგავსად, კომენტარი არც მათ გააკეთეს: „ისეთი არაფერი არ სჭირს, გადაგვყავს კლინიკაში... არ ვიცით რა მოხდა კამერებს გადაახვევენ და ნახავენ",- გვითხრა მოსწავლის მამამ. ერთ-ერთი ვერსიით მოსწავლეს მანქანა დილის საათებში დაეჯახა, მაშინ რატომ გამოიძახეს საღამოს პოლიცია, ჩვენთვის უცნობია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურებიდან ველოდებით.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|