რეზონანსი
18.05.2023

გუშინ იყო აბსოლუტურად უტიფარი, ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადებები და შეტევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩათვალა, რომ ხმა მიეცა კანდიდატებისთვის და შესრულებულიყო ევროკომისიის პრინციპული რეკომენდაცია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, შეტევა და იმ ადამიანების ლანძღვა, ვინც ხმა მისცა და ასევე ვისაც ხმა მისცეს, დაუმსახურებელი და უსაფუძვლო იყო.

„ეს ყველაფერი ლუსტრაციას ნიშნავდა, რომ რეკომენდაციის შესრულება არ არის იმ ინტერესში, რომელიც გააჩნია „ნაცმოძრაობის" „მებრძოლ კოალიციას". მათი მიზანია, რეკომენდაციები არ შესრულდეს და არ დაკომპლექტდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს იმდენად ნათელი გახდა, რომ არ ვიცი, გუშინდელი სკანდალიდან როგორ შეიძლება გამოვიდნენ. თქვეს, რომ იყო გარიგება, ფული გადაიხადეს, ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ა.შ. სრულიად უნამუსო და უტიფარი განცხადებები გააკეთეს. არ შეიძლება, ასეთი გარიგება შემდგარიყო. ასეთი გარიგება არ ყოფილა, ეს არ არის „ნაცმოძრაობა", რომელიც აღზევებული იყო და დაკავებული გარიგებებით და ხალხის დაშინებით, ინტრიგებით. მათ სხვა რესურსი არ ჰქონდათ. თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის ასე უკეთესია, რომ რეკომენდაცია შესრულდეს, რატომ შეიძლება იმ იდეას უპირისპირდებოდეს, რაც აქვთ ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×