ელზა პაპოშვილი
21.12.2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 35 წლის კაცმა მამას სასიკვდილოდ სცემა. ნაცემი მამაკაცი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. თუმცა მამაზე ფიზიკური ანგარიშსწორება მან მაინც შეძლო. 

ადგილობრივების თქმით, მოხუცს დაზიანებები ბლაგვი საგნითაც ჰქონდა მიყენებული და ექიმება გადარჩენა ვერ შეძლეს. მანამდე პოლიციას ექიმებმა თავად მიმართეს და ფიზიკური ძალადობის ნიშნების არსებობის შესახებ შეატყობინეს.  35 წლის მამაკაცი დაკავებულია და მას მოსამართლემ წინასწარ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

საქმეზე გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

„ეს ბიჭი პენსიონერ მამას ხშირად სცემდა. ამ დანაშაულისთვის სასჯელიც კი მოიხადა. მამასთან მიკარების უფლება არ ჰქონდა. შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ზოგი ამბობს, რომ კიბიდან ჩამოვარდა და წნევამ დაარტყა. ზოგმა თქვა, რომ შვილმა ჯერ სასტიკად სცემა და მერე ჭრილობები მიაყენაო. ეს ბიჭი სვამს, ალკოჰოლიკია, ამიტომ ნასვამ მდგომარეობში რა ჩაიდინა კაცმა არ იცის. სახლში დედა, მამა და ეს ბიჭი იყვნენ. ადრე მამამ უჩივლა, რომ მცემსო, მერე გავიგეთ,  საჩივარი გამოატანინეს -  შვილს როგორ უჩივიო. ერთი წელი ძალადობის გამო იჯდა. არ დაისვენა და აგერ კაცი მოკლა. საშინელი ამბავია, რა შეიძლება ითქვას. ძმა ჰყავს, ის ზუგდიდში ცხოვრობს და კაცი გამწარებული მოვიდა, რა თქვას არ იცის. პოლიციამ  ბიჭი დააკავა და ამბობენ, რომ მიცვალებულს დაზიანებები და ცემის ფაქტი აშკარად ეტყობა“, - ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“.        

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×