ელზა პაპოშვილი
12.12.2022

აჭარაში საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ახალგაზრდა ქალი მამამთილმა მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ის ოჯახური კონფლიქტის შემდეგ პოლიციაში დარეკვას ცდილობდა. 

ადგილობრივები „რეზონანსს“  უყვებიან, რომ მამამთილმა ქალს სამზარელოში მაშინ ესროლა, როცა ის ტელეფონით სამართალდამცველებთან დარეკვას ცდილობდა. ამ საზარელ ფაქტს კი მისი არასრუწლოვანი შვილები შეესწრნენ. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და რძალი შვილიშვილების თვაწლინ გაიმეტა. ის პოლიციამ ცხელ კვალზევე დააკავა. მამაკაცი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.   

მეზობლები აცხადებენ, რომ ქალს მამამთილთან პრობლემები ადრეც ჰქონდა. მკვლელობაში ბრალდებული მამამთილი ოჯახური კონფლიქტის გამო ადრეც დაკავებული იყო, თუმცა, მას ერთთვიანი იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულში მიუსაჯეს. ამის შემდეგ კი ისევ სახლში დაბრუნდა. ქალი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოძალადე  მამამთილთან  ცხოვრობდა. 

„რძალი სახლში არ იმყოფებოდა, დედამთილს და მამამთილს ჩხუბი მოსვლიათ. როცა სახლში დაბრუნდა, ნახა რომ კონფლიქტი ჰქონდათ. რაღაცა საყოფაცხოვრებო პრობლემებზე წაჩხუბებულან. დედამთილს რძლისთვის უთქვამს პოლიციაში დარეკეო, თორემ ეს რაღაცას გვიზამოს. 

გოგოც სამზარეულოში შესულა და იქიდან დარეკვას აპირებდა. უკან ზურგიდან მიპარვია და სანადირო თოფიდან უსვრია. რადგან საფანტის ტყვია იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სასწრაფოში მეზობლებმა დარეკეს, მაგრამ ადგილზე მოსულებს  გარდაცვლი დახვდათ. ამ ყველაფერს კი მისი ცხრა და 10 წლის შვილები შეესწრნენ. უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან. 

მამამთილი ოჯახური კონფლიქტის გამო ადრეც იყო დაკავებული. მას იძულებით მკურნალობა ჰქონდა დანიშნული, თუმცა შედეგი არაფერმა  გამოიღო. ერთი თვის შემდეგ უკან სახლში დაბრუნდა და ძალადობა  განაგრძო. უფრო აგრესიული გახდა. რძალზეც და ცოლზეც ძალადობდა. ყველა შოკშია, ისეთი საშინელი ამბავი მოხდა“,-ყვება „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×