რეზონანსი
29.11.2022

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავთ მოვლენების განვითარების ტენდენციებსა და მიმართულებებს და ეძებთ კრიზისიდან გამოსვლის გზებს. თქვენ გაქვთ გავლენა და როცა გავლენა გვაქვს, პასუხისმგებლობაც გვეკისრება, - ამ სიტყვებით უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ბუქარესტის ფორუმის მონაწილეებს მიმართა.

მან რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე რჩება.

„რატომ აკეთებს ამას რუსეთი? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა თავად არის ტერორისტი. ის იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას. მაგრამ არ გამოუვა. ჩვენი შუქი ანათებს. მთელ უკრაინაში იქმნება ისეთი ცენტრები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გათბნენ, დატენონ თავიანთი გაჯეტები და იგრძნონ, რომ მარტო არ არიან და არ არიან მიტოვებული. ასეთ ცენტრებს ვუწოდებთ „უძლეველობის ცენტრებს“. მათ უნდათ ჩვენი გატეხა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო ერთად ვდგავართ“, - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.

მისი თქმით, დღე, როდესაც ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა, ამ რეჟიმმა ხერსონსა და ვიშგოროდში საცხოვრებელი შენობების განადგურებით აღნიშნა.

„ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარება, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები. მოვუწოდებთ ყველას, გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია ამ მიზნით“, - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×