რეზონანსი
14.09.2022

ავღანეთისა და პაკისტანის ხელისუფლება საზღვარზე ღამით მომხდარ შეტაკებაში, რამაც ორივე მხარეს მსხვერპლი გამოიწვია, ერთმანეთს ადანაშაულებენ.

თალიბანმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ავღანეთის ხელისუფლება ცდილობდა პაკისტანის ძალები შეეჩერებინათ, რომლებიც საკონტროლო-გამშვები პუნქტის აშენებას ცდილობდნენ პაქტიის პროვინციის ერთ-ერთ რაიონში, საზღვრის მახლობლად, რა დროსაც პაკისტანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს.

პაკისტანურმა მხარემ კი განაცხადა, რომ სამი ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით სამშაბათს ღამით, ავღანეთის საზღვრთან სროლის შედეგად.

მათ თქმით, თავდასხმა სასაზღვრო უსაფრთხოების პუნქტზე კურამში, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში მოხდა.

თალიბანის მთავრობის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან არ შეიძლება სამხედრო ობიექტების აშენება, თუმცა პაკისტანის ძალები პოსტის აშენებას ცდილობდნენ, რა დროსაც ზოგიერთი ადამიანი მათთან სასაუბროდ და საკითხის განსახილველად მივიდა, როცა პაკისტანის ძალებმა მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×