რეზონანსი
14.09.2022

კონკურენციის სააგენტოში სექტემბერში საწვავის გაიაფებას ელიან. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

როგორც ლექვინაძემ განმარტა, სექტემბერში საწვავის ღირებულება დაახლოებით 5 თეთრით შემცირდა, თუმცა ის აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ფასების გათვალისწინებით ქვეყანაში საწვავის გაიაფება უნდა გაგრძელდეს.

„აგვისტოს თვე ფასების კლების ტენდენციით გამოირჩევა. ყველა ტიპის - პრემიუმს, რეგულარს, დიზელის საწვავზე, აგვისტოში დაახლოებით, 30-დან 40 თეთრამდე კლება მოხდა. სექტემბერში დღევანდელი მონაცემებით, რამდენიმე კომპანიას ფასები შემცირებული დაახლოებით 5-თეთრიან შუალედში აქვს, თუმცა ჩვენი მოლოდინი სექტემბერში ფასები კიდევ უნდა დაკორექტირდეს შემცირების მიმართულებით. ამის საფუძველს მსოფლიო ბაზარზე დაფიქსირებული ნავთობის ფასი გვაძლევს, რომელიც 90 დოლარის ფარგლებში მერყეობს ბრენტის ტიპის ნავთობს თუ შევხედავთ და ლარის კურსი სტაბილურობას აჩვენებს, ამიტომ სექტემბერში საწვავის ფასის კორექტირებას შემცირების მიმართულებით ველით“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×