რეზონანსი
27.04.2024

26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გულშემატკივრები და არა მხოლოდ, სიმღერა „გაიღიმეს“ მღეროდნენ, რომლის ტექსტშიც სიტყვები „ზღაპრის ბოლო კეთილია“ ჟღერს.

ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ახალგაზრდებზე ისაუბრა, რომლებმაც აღნიშნული სიმღერა „გამარჯვების ჰიმნად“ აქციეს და ამბობს, რომ „ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნადაც კი“.

„ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნადაც კი, რაღაც თვალსაზრისით. ეს რა უნარია ხომ ხვდებით? როდესაც იმხელა ძალა გაქვს, რომ შეგიძლია ირმა სოხაძის ტექსტზეც გახვიდე. იმას კი არ აქვს მნიშვნელობა იქ რა წერია, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ საქმეში და რასაც გინდა იმას მივანიჭებთ სიწმინდეს. მათ შორის, ამ სიმღერასაც. ბევრს გაუკვირდა, რა არის იქ ისეთიო. არაა საჭირო არაფერი, მთვარია ერთმანეთის სიყვარული, ახალგაზრდობამ ეს გააკეთა“, – თქვა ბერძენიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილის აღნიშნულ კომენტარს, სოციალურ ქსელში ირმა სოხაძე გამოეხმაურა, რომელიც სიმღერა „გაიღიმეს“ ტექსტის ავტორია.

ირმა სოხაძეს აინტერესებს, „ასე ეწყინათ, ამ „შტერული“ სიმღერის, კერძოდ კი სიტყვების „ზღაპრის ბოლო კეთილია“ – ნაცებს საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მისცა?“.

„ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნად!“ დიახ, ბატონო ლევან! „ირმა სოხაძის ტექსტზეც კი!“ დიახ, ბატონო ლევან! ეს თქვენ თქვით, მე არ მითქვამს!

ასე გეწყინათ, ამ „შტერული“ სიმღერის, კერძოდ კი სიტყვების „ზღაპრის ბოლო კეთილია“ – ნაცებს საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მივეცი?! გასაგებია!

არ მეგონა, ეს ფაქტი ასე თუ გაგამწარებდათ. ისე, ხალხს და მით უფრო, ახალგაზრდებს, არაფერი ეშლებათ, ბატონო ლევან!“ – წერს ირმა სოხაძე.

ფორტუნა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×