რეზონანსი
05.04.2024

პარტია „კანონი და სამართლის” პოლიტსაბჭოს წევრმა თამარ ბუჩუკურმა მომღერალ ირმა სოხაძის პოზიციასთან დაკავშირებით შემდეგი მიმართვა გამოაქვეყნა:

„ჩემს სიტყვებს ნუ იმეორებთ, ნუ აპოლიტიკურებთო ირმა სოხაძემ.

სინამდვილეში ილიას სიტყვები აქვს ისეთივე „წარმატებით” მითვისებული, როგორც – „დრო როგორ გავიდას” მელოდია ბრაზილიიდან.

ქურდის ქურდი ცხონდაო - ჰოდა, იქ ვიმღერებთ, სადაც მოგვინდება, ოღონდ ილიას სიტყვებს და არა სოხაძის.

თუმცა, ნუ დავუკარგავთ – მისი და რეზო ამაშუკელის „შემოქმედებაა” ნამდვილად „კომკავშირული გული” და ცხადია, ნათელი ადამიანი ამაზე მხოლოდ იცინის, აბა რა აგვამღერებს?!

დრო კი გავიდა, მაგრამ სოხაძე ჩარჩა კომკავშირის მოწინავე მეხოტბეთა რიგებში და ჩვენი დროის კაშკაშა რუსეთუმედ შედგა.

P.S. პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ვკრძალავთო ისე თქვა ირმამ, თითქოს რომელიმე პოლიტიკოსმა ყელი ამ სიმღერაზე მოიღერა, ნაკრების ბიჭებმა იმღერეს და იქვე თქვეს: ჩვენ ევროპაში მივდივართ, ბოდიში ნარიჯოვან სოხადზესთანო“, - დაწერა თამარ ბუჩუკურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×