რეზონანსი
17.03.2024

ნუცა ჯანელიძეს ახლახან მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულდა – მას საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე ბინა აჩუქეს. ბინა მისი მეგობრის, სოსო ტყემალაძის ოჯახისგან მიიღო საჩუქრად. "ფორტუნა" ცნობილ მუსიკოსსა და კონცერტმაისტერს ესაუბრა, რომელიც ამ სიახლით გაოგნებული ჩანდა. როგორც მან აღნიშნა, სცენაზე ბოლომდე ვერც გააცნობიერა, რა მოხდა, როდესაც დათო ოქიტაშვილმა ნაჩუქარი ბინის შესახებ ინფორმაცია გაახმოვანა...

"მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ არც გამიგია, რა მოხდა. დარბაზში ნაცნობ ადამიანებს ვესალმებოდი. დათო ოქიტაშვილმა რომ თქვა რაღაც, გასაღებიც გადმომცა. საერთოდ არ მახსოვს არაფერი… ბავშვი რომ იყო მის გვერდით, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. ბავშვს ვკითხე, ეს მართალია-მეთქი? კი, მართალიაო. აბა, დედა დაიფიცე-მეთქი (იღიმის). სცენაზე ვკითხე ეს… ყველამ მითხრა, დაშოკილი სახე გქონდაო. ნამდვილად ასე ვიყავი, ჩემს ოთხ შვილიშვილს გეფიცებით… „ფორტე“… იცოდნენ და არ მითხრეს, რა უნდა ველაპარაკო მათ? წარმოგიდგენიათ? კულისებში რომ გავედი შოკირებული, ვიცოდით, ვიცოდითო, კინაღამ მივახრჩვე ყველა.

25 წელიწადია, არ მაქვს საკუთარი ბინა. ვცხოვრობ ქირით ამდენი წელია, მხოლოდ მე არა, მთელი ოჯახი. ასე დავეხეტებით უბნიდან უბანში, სახლიდან – სახლში, აქედან იქით. მაგრამ ღმერთის წყალობით, სამსახური მაქვს. როცა ხელფასს ავიღებ, ეგრევე ვახურდავებ და ვიხდი ქირაში. კიდევ კარგი, რომ ხელფასი მაქვს.

ყველას, ვისაც ასეთი რამ განუცდია, ვუყურებდი და ჩემთვის ვფიქრობდი, დედა, რა ბედნიერი ეს ადამიანი, ნეტავ, ახლა რას გრძნობს, მეც გამაგებინა-მეთქი. კიდევ ერთხელ მინდა, სოსო ტყემალაძეს და მის ოჯახს ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და შესანიშნავი ოჯახის კარგად ყოფნა. რაც ფილარმონიის დარბაზში დალოცეს, არც ერთი არ მოაკლოს ღმერთმა," - განუცხადა "ფორტუნას" ნუცა ჯანელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×