რეზონანსი
25.11.2022

სენაკში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავარიას 43 წლის კახა გაბელია ემსხვერპლა. გაბელიას გადარჩენას ექიმები ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე დღე ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

„სენაკში, ავარიის შედეგად დაშავებული 43 წლის კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კახა გაბელია გამთენიისას, ქუთაისის კლინიკაში დაიღუპა.

ქუთაისის კლინიკაში, რამდენიმე დღე იყო. გამთენიისას დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ავტომობილი, რომელსაც კახა გაბელია მართავდა, ბორდიურს შეეჯახა", - წერს „სენაკის ქრონიკა".

სოციალურ ქსელში ახლობლები მის შესახებ წერენ.

„როგორ მენანები, კახა. ნათელში შენი ლამაზი სული".

„ვაიმე, რატომ ღმერთო?! ეს რა გავიგე დილიდან. ნათელში იყოს, კახა, შენი სული".

„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. მტელი ბავშვობა ერთად გავიზარდეთ. რა უსამართლობაა. ღმერთმა გაანათლოს შენი ლამაზი სული, კახა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×