რეზონანსი
11.05.2021

საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა მაია ბარათაშვილსა და მის ნიჭიერებას ვრცელი პოსტი მიუძღვნა, სადაც აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, ასეთი დონის მომღერალი ბათუმში ბინაზე არ უნდა ოცნებობდეს:

„შემთხვევით მოვისმინე ბლიცინტერვიუ მაია ბარათაშვილთან და რაღაც ოცნებების შეკითხვაზე: ვოცნებობ ბინაზე ბათუმშიო.

ღმერთო, სირცხვილი იმ სახელმწიფოს, სადაც მისი ერთადერთ, საერთაშორისო კლასის და დონის ჯაზ-მომღერალს, მისი სახელობის ვარსკვლავის მქონეს, როგორებსაც სხვა ქვეყანაში მინიმუმ 3-4 სახლი და 5 მანქანა ეყოლებოდა, იმის საშუალებაც კი არ აქვს, ბათუმში ბინა იყიდოს!!

სამარცხვინოა ამ ქვეყნის კულტურის მენეჯმენტი, არ არსებობს შოუბიზნესი, რატომ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო კლასის მუსიკოსს ასეთი მწირი ფინანსები? ანუ ყველა გაიქცეს? მერე უძახეთ „ერის გამყიდველი“, თუ მას მეზობელი ქვეყანა დაასაქმებს და მისი შრომით “как нибудь” ერთი-ორი ბინის საყიდელ ფულს იშოვის.

მაიას ადგილზე ერთი დღე არ გავჩერდებოდი მისი შემოქმედების ოქროს წლებში ამ უძრაობის წუმპეში! ოპერის მომღერალს, პიანისტს, მევიოლინეს, ბალეტის მოცეკვავეს და ა.შ. კიდევ აქვს საშუალება, აქ იცხოვროს, ამ ქვეყანაში არ იმუშაოს და აქედან, ევროპის აგენტებთან თანამშრომლობით, უცხოეთში იაროს გასტროლებზე, მაგრამ სხვა ჟანრის წარმომადგენლებმა რა ქნან?

ესტრადის თუ ჯაზის ჟანრის მსოფლიო აგენტებთანაც კი არ აქვთ კავშირი. ჩაწოლილია და ფსკერზეა კულტურის სფერო, პანდემიამაც ბოლო მოუღო და იმედით შევყურებ, რომ ახალი მინისტრი რაღაც ძვრებს მოახდენს.

ვაღიაროთ, რომ გვაქვს გენიალური სამშობლო, მაგრამ ეკონომიკურად ჩამოშლილი სახელმწიფო, რაც თავს იჩენს ყველა სფეროში, მათ შორის ყველაზე მწვავედ,– კულტურისა და სპორტის სფეროში!

იმედია, რომელიმე სამშენებლო კომპანია ინამუსებს და საკუთარი ქვეყნის ერთადერთ ჯაზის დივას ამ ელემენტარულ სურვილს მაინც აუსრულებს! სინდისის ამბავია, მეგობრებო!! იკისრეთ!! ყველაფერი ფულით არ იზომება!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×