რეზონანსი
09.05.2022

 ყაზახეთის ბიოლოგიური ლაბორატორიები რუსული მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა - ამ ქვეყნის მეცნიერებს ათასგვარ ცოდვაში სდებენ ბრალს. და ეს ყველაფერი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ხდება. მარტის შუა რიცხვებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ფლობენ მტკიცებულებებს ბიოლაბორატორიების შესახებ უკრაინაში, სადაც „პენტაგონი აფინანსებს სამხედრო-ბიოლოგიურ პროექტებს, მათ შორის ბიოლოგიური იარაღის შექმნას". ამგვარი განცხადებების ფონზე საინფორმაციო შეტევა ყაზახეთის ბიოლაბორატორიებზე საეჭვოდ გამოიყურება.

სინამდვილეში, კი რუსეთს უკვე წლების განმავლობაში განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს იმ ბიოლაბორატორიების მიმართ, რომლებიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მდებარეობს. ყველაფერი დაიწყო 2-ათასიანის წლების შუაში, როდესაც ყაზახეთმა, როგორც დსთ-ს სხვა ქვეყნებმა მიიღო აშშ-ს გრანტი იმ ინფექციების შესასწავლად, რომლებიც ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა - მაგალითად, ბრუცელოზი.

შედეგად, ყაზახეთის პარტნიორობა აშშ-სა და ევროპასთან სულ უფრო მტკიცდებოდა და გასაგებია რატომაც: უცხოელ კოლეგებს გააჩნიათ ძლიერი სამეცნიერო ბაზები, რომელთა გამოცდილება ზედმეტი არ იქნებოდა ყაზახი მეცნიერებისთვის. 2017 წელს აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს საკარანტინო ინფექციების სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია. ამ ინფორმაციას ნურ-სულტანი არასოდეს მალავდა, უფრო მეტიც - ლაბორატორიისა და ცენტრის მოღვაწეობის მთელი ისტორია განთავსებულია სამეცნიერო ინსტიტუტის ვებგვერდზე თავისუფალ წვდომაში.

არ მალავს ყაზახეთის მთავრობა არც სხვა ინფორმაციას, რომ დამოუკიდებლობის წლებში სულ ქვეყანაში აშენდა: 2-ე და 3-ე დონის უსაფრთხოების ორი ლაბორატორია ჟამბილის რეგიონში, აგრეთვე ორი მსგავსი ლაბორატორია ნაციონალური რეფერალური ცენტრის ბაზაზე დედაქალაქში. ცენტრის სპეციალისტის ინტერვიუ დაწვრილებითი ინფორმაციით გამოქვეყნდა ყაზახურ გაზეთებში. მასშტაბური ბიოლოგიუტი სამუშაოების მიზანიც ნათელია - ბიოლოგიური საფრთხეების შემცირება, როგორც ყაზახეთისთვის, ასევე, მეზობლებისთის, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი, უზბეკეთი და ა.შ.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ განსაკუთრებით საშიში ვირუსებისთის ტერიტორიული ბარიერები არ არსებობს: კოვიდ 19 წარმატებით გავრცელდა სხვადასხვა კონტინენტებზე. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ლაბორატორიები უშუალოდ ყაზახურია, სახელმწიფო ორგანოების მმართველობაში იმყოფება და მასში მხოლოდ ადგილობრივი სპეციალისტები მუშაობენ. ნუთუ ყაზახეთის ხელისუფლება ასეთი სულელი იქნებოდა, რომ დაეშვა ბიოლოგიური იარაღის შექმნა საკუთარი ქვეყნის ყველაზე მჭიდროდდასახლებულ რეგიონებში.

ამის მიუხედავად რუსულ მედიაში შექმნილმა მასობრივმა ისტერიამ აიძულა ყაზახეთი თავი ემართლებინა, ხოლო სახელმწიფო ორგანოებს ეკეთებინათ განცხადებები, რომ ყველა ლაბორატორია ღიაა საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობისთვის, უფრო მეტიც, ყაზახეთი ყოველწლიურად ნებაყოფლობით წარადგენს ოქმებს ბიოლოგიური სამუშაოების შესახებ და ეს ხდება აკრძალული ბაქტეოროლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის ფარგლებში, რომლის წევრიც ქვეყანა 2007 წლიდანაა.

ანუ, ჯერ კიდევ 15 წლის უკან ყაზახეთი ზრუნავდა ბიოლოგიურ უსაფრთხოებაზე და არა მხოლოდ მის ტერიტორიაზე. ამასთან, ლაბორატორიების მარკირება უსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონეებად მიუთითებს სამუშაოების შეზღუდულ მასშტაბებზე, რომელიც მათ და სხვა ბიოობიექტებს შეუძლიათ შეასრულონ - ის არ იძლევა მასობრივი ბიოლოგიური იარაღის, განსაკუთრებულად სახიფათო პათოგენების შექმნის შესაძლებლობას.

მიზანია - არა ბაქტერეოლოგიური ან ბიოლოგიური იარაღის შექმნა, არამედ ბიოლოგიური საფრთხეების შემცირება. მაგრამ, ასეთი განსაკუთრებული ყურადღება და ინფორმაციული „ჩაგდებები" რუსული მედიის მხრიდან ამ საერთო ისტერიაში აიძულებენ წყალქვეშა ქვების ძებნას ყაზახეთის ქალაქებში ლაბორატორიების გარშემო.

მრავალი ექსპერტი თვლის, რომ მოსკოვი ცდილობს ყოფილ თანამოძმეებს სსრკ-დან თავს მოახვიოს ბიოლოგიური უსაფრთხოების საკუთარი პოლიტიკა, ხოლო ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი შესაძლოა გამხდარიყო „ოდკბ" - ამ წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში იქმნება კოორდინაციული საბჭო ბიოლოგიური უსაფრთხოების შესახებ.

დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის. მაგრამ, არსებობს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს პრესსამსახურის განცხადება: განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული „ოდკბ"-ს სახელმწიფოების საკოორდინაციო საქმიანობაზე, რათა შეიქმნას საიმედო სისტემა ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მხარეები შეთანხმდნენ შეიმუშაონ ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებები ბიოლოგიური საფრთხეების ასაცილებლად ნაციონალური, რეგიონალური და საერთაშიროსი უსაფრთხოებისთვის.

როდესაც „ოდკბ"-ს ქვეყნები ახალი ნორმების რატიფიცირებას მოახდენენ, მოსკოვის მიერ ნაკარნახევი საკანომდებლო ჩარჩოებიდან თავის დაღწევა უკვე ძალიან გართულდება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ტაჯიკეთი. შეთანხმება ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში მოსკოვთან შესაძლებლობას არ აძლევს დუშანბეს განახორციელოს ერთობლივი ლაბორატორიული-საკვლევი სამუშაოები მესამე ქვეყნებთან. ყაზახეთისათვის, მისი პრინციპიალური პოლიტიკით თანამშრომლობისა ატომური გაუვრცელებლობის სფეროში ნებისმიერ დაინტერესებულ ქვეყანასთან - ეს დაუშვებელია.

90-იანი წლების დასაწყისიდან მაშინდელ ასტანაში განსაზღვრეს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ვექტორი და მას შემდეგ ამ პოზიციას მტკიცედ იცავენ. ბოლო წლების ტენდენციამ ნათლად წარმოაჩინა არსებული სიტუაცია: მსოფლიოს სჭირდება ახალი ტექნოლოგიები და პროფესიონალი მეცნიერი-ბიოლოგები.

ყველაზე ნათელი მაგალითი - კორონავირუსის გავრცელება შეჩერდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩნდა ვაქცინა, რომელიც მაშინვე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საექსპორტო პროდუქცია გახდა ქვეყნებისთვის, რომელთაც მათი წარმოება შეეძლოთ. მათ შორისაა ყაზახეთი, ახალგაზრდა ქვეყანა, რომელიც იმ ერთეულთა შორისაა მსოფლიოში, რომელიც საკუთარი წარმოების ვაქცინას ფლობს.

შესაბამისად, გასაკვირი სრულადაც არ არის, რომ სახელმწიფოები კონცენტრირებულნი არიან ბიოლოგიური უსაფრთხოების გაძლიერებაზე და ფუნდამენტალურ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე.

ყოველივე ეს უკვე ქმნის ბაზას არა შეიარაღების შეჯიბრისათის, არამედ ტექნოლოგიური შეჯიბრისათვის, სადაც არცერთ ქვეყანას არ სურს იყოს ჩამორჩენილი. საფიქრალია, რომ კრემლს არ სურს გვერდით რეალური კონკურენტების ხილვა: ძალიან ძლიერია საბჭოური ჩვევა იყო უფროსი ძმის როლში, რომელიც მამობრივად ზედამხედველობს მეგობრულ სახელმწიფოებს, მაგრამ იტანს მათ მხოლოდ როგორც ნედლეულისა და მორჩილი დანამატების როლში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×