რეზონანსი
25.06.2022

ერთი წელი შემახსენეთ, სადაც ოპოზიცია არ ეძებს საბაბს ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„არჩევნებია და სულ იძახიან რომ გაყალბდაო, რაღაც ტრაგედია მოუვა ოჯახს და ეს არის მათთვის საბაბი ხელისუფლებაში მოსვლის - მათი აზრი არის ერთი - ვინაიდან არჩევნების გზით ვერ მოდიან ხელისუფლებაში, ყველაზე მარტივ გზად მიაჩნიათ რევოლუციური გზით მოსვლა. ახლა, რადგან სიტყვა რევოლუცია გაიცვითა და მოსახლოებას საკმაოდ აღიზიანებს ეს სიტყვა, შეფუთეს და ეროვნულ მთავრობაზე ლაპარაკობენ. თავისი არსით, გაგებითა და მოქმედებით ზუსტად ეს არის ის რევოლუციური სცენარი, რომლის მცდელობა გვინახავს და არ გამოსულა“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.

24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×