რეზონანსი
24.05.2022

ოპოზიცია შევთანხმდით ტექსტზე, რომელსაც ვაპირებთ, ხვალ მოვაწეროთ ხელი და გავგზავნოთ ევროკავშირის ხელმძღვანელთან - ესაა ოპოზიციის თხოვნა და მზაობა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ,- ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არის ერთსულოვანი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამ თვალსაზრისით „სკეპტიციზმი პარლამენტში არსებულ ოპოზიციურ პარტიებს, ჯგუფებს და დეპუტატებს შორის არ არსებობს".

"ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელიც მე მინდა მოგაწოდოთ, საბოლოოდ ოპოზიცია შევთანხმდით ტექსტზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ ხვალ მოვაწეროთ ხელი და გავგზავნოთ. ეს ტექსტი გულისხმობს ოპოზიციის თხოვნას და მზაობას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რომ მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი არის თუ არა ოპოზიციაში ვინმე, ვინც ხელს უშლის ამ კითხვარს, ვინც დადის სადღაც, რომელიღაც კორიდორში და საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობის ჩაშლას. ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით, რომ გავგზავნით ამ დოკუმენტს ევროკავშირის ხელმძღვანელთან, სადაც ვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამ წერილში ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა ყველა რეფორმაში, ყველა დღის წესრიგში, რომელიც პრობლემების აღმოსაფხვრელად და იმ რეფორმების გასატარებლად იქნება მიმართული, რომელიც მათ შორის, იყო შარლ მიშელის დოკუმენტში და რომელზეც საუბარია დასვალელი მეგობრების ბევრ ანგარიშში. იმედი მაქვს, რომ ყველა ჩემი კოლეგის ხელმოწერა იქნება ამ დოკუმენტზე", - განაცხადა იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×