რეზონანსი
19.01.2022

გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და გავიდნენ თავისუფლად ქვეყნიდან - განაცხადა ნიკა გვარამიამ სუს-დან გამოსვლის შემდეგ, სადაც მისი გამოკითხვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

საუბარია შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმეზე.

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს, რომ დასახელებულმა პირებმა საქართველო დატოვეს, რადგან არ დადასტურდა, რომ ისინი ქვეყანაში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ლიკვიდაციისთვის იყვნენ შემოსულები - ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ისინი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის და ამიტომ გავიდნენ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, არსებობს ვერსია, რომ ეს ადამიანები ყურადღების გადატანის მიზნით გადაადგილდებოდნენ ქვეყანაში და არსებობს კიდევ სხვა ჯგუფი, თუმცა ამაზე სუს-ის გამომძიებლებს ნიკა გვარამიას თქმით, არაფერი უთქვამთ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, "საქმეს აქვს 3 სუსტი წერტილი" მათ შორისაა ის ბრიფინგი, რომელიც უწყებამ რამდენიმე თვის წინ ჩაატარა და პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში ნიკა გვარამიასა და სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციისთვის ადამიანები შემოვიდენენ:

"ამაზე მივიღე ახსნა-განმარტება, რომ ეს იყო ოპერატიულად საჭირო, მე ვუთხარი, რომ ჩემთვის მაინც გეთქვათ, რეალურად ჩემთვის ეს არ იყო მარტივად აღქმადი. მითხრეს, რომ თქვენი აღშფოთება უნდა ყოფილიყო რეალური.

მეორე - ადამიანი ერთ ერთი, გაგიევი, რომელიც შემოსული იყო ქვეყანაში გულის პრობლემების მოსაგვარებლად, არ ფიქსირდება არც ერთი მისი ვიზიტი ექიმთან, საქართველოში ყოფნის განმავლობაში

მესამე- ჩემთვის მთავარია ის, რომ გაგიევთან მანამდე, მარტში, ჩემი მეზობლისგან ეთნიკურად ოსისგან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ჩემ კორპუსში ჩამოდის ხოლმე დედასთან და მე მას არ ვიცნობ, ფიქსირდება ზარი გაგიევთან. ეს ზარი არის 3 წამიანი, მაგრამ მე ეს არაფერს არ მეუბნება. შეცდომის ვერსიას ავითარებს კონტრტერორისტული სამსახური, თუმცა ის, რომ სამწამინი იყო ეს ზარი, აუცილებლად ამას არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეეშალა. ეს ზარი შეიძლებოდა ყოფილიყო მარტივი სიგნალი კონკრეტული მოქმედების, წინასწარ შეთანხმებული." განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი განცხადებით, გამოკითხულია ყველა, მათ შორის ინფორმაციის წყაროც და მისი მეზობელიც, თუმცა რა თქვეს მათ, ეს უცნობია. ნიკა გვარამიას განცხადებითვე, ნახა ფირი, რომლითაც დასტურდება, რომ წყარო დახვდა საქართველოში შემოსულ პირებს. 

არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი - ეს ის სამი პირია, რომელსაც  რამზან კადიროვის დავალება სისრულეში უნდა მოეყვანა და ნიკა გვარამიას დაკვეთილი მკვლელობა შეესრულებინა. სკანდალურ ინფორმაციას ქილერების პირადი მონაცემების შესახებ გაზეთი "ქრონიკა პლიუსი" ასაჯაროებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×