რეზონანსი
08.12.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ორსულების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს და ორსულ ქალებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძემ „ქრონიკაში“ „ომიკრონზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

„როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახალი შტამი გამოჩნდა, ყოველდღიურად 2 ათასი შემთხვევა იყო, ახლა კი ყოველდღიურად 20 ათასი შემთხვევაა. ეს შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. ვიცით, რომ ამ ეტაპზე ახალი შტამი, „ომიკრონი“ კლინიკურად მსუბუქად მიმდინარეობს და არ ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორც კლასიკურ და შემდგომ მუტირებულ შტამებს - სუნისა და ყნოსვის დაკარგვა, ის ძირითადად მიმდინარეობს სურდოს სიმპტომებით, მაგრამ აქვს მაღალი რეინფიცირების რისკი. ორსულ ქალბატონებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ - გრიპისა და კოვიდის ვაქცინით მათი აცრა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი „ომიკრონი“ არ დაფიქსირებულა.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×