რეზონანსი
06.12.2021

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, პროცესზე მამუკა ხაზარაძეს უსუსური მცდელობა ჰქონდა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედებები გაემართლებინა.

მისივე თქმით, მან ბრალდების მხარის კრიტიკულ კითხვებს პასუხები ვერ გასცა.

„დღეს დაიკითხა ბრალდებული ხაზარაძე. მას ჰქონდა უსუსური მცდელობა, რომ რაღაც ფორმით გაემართლებინა მის მიერ ჩადენილი ქმედებები, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდა. ბრალდების მხარის ყველა კრიტიკულ შეკითხვაზე პასუხები არ ჰქონდა და ყველა კრიტიკულ შეკითხვაზე ამბობდა, რომ არ ახსოვს ან იტყუებოდა. როდესაც შევუპირისპირებდით ფაქტებს, შემდეგ სიმართლის თქმა უწევდა.

მას ყველა კითხვაზე არ ჰქონდა პასუხები და პროკურორების მიმართ თავდასხმაზე გადმოდიოდა, ცდილობდა, სასამართლო პროცესი ქუჩურ გარჩევას დაემსგავსებინა. კითხვაზე, რა ვითარებაში მოეწერა ხელი და მოაწერა თუ არა მან სესხის გადაკისრებას, როდესაც შემოიყვანეს ფაქტობრივად ოფშორული ფირმა და ბანკი დატოვეს ანულირებული, თავიდან აცხადებდა, რომ მოაწერა. როდესაც წარვუდგინე ხელშეკრულება და ნახა, მისი ხელმოწერა არ იყო, დარწმუნდა, რომ ტყუილი განაცხადა სასამართლოზე. ასევე იყო ვალთან დაკავშირებული შეკითხვები, მათ შორის, დღეს ვის მიმართ აქვს დავალიანება. გამოძიების პროცესში აცხადებდა, რომ ავთანდილ წერეთლის მიმართ აქვს დავალიანება, დღეს კი შეცვალა ჩვენება და განაცხადა ტყუილი, თითქოს მას სესხი გადახდილი აქვს პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ამასთან, არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ გამოძიება ბოლო ეტაპზეა და მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარადგენს. პროკურორი იმედოვნებს, რომ სასამართლო საქმესთან დაკავშირებით სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×