რეზონანსი
06.12.2021

ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაციონალური მოძრაობის" რეალური მმართველის, სააკაშვილის მიერ დამცირებული, ისეთ დღეშია ჩაგდებული, რომ დიდ ნაწილში გამოიწვია ემპათია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური გამოეხმაურა მელიას სუს- ში დაბარებას და აღნიშნა, რომ რამდენჯერაც ექნება გამოძიებას კითხვები მასთან, იმდენჯერ დაიბარებენ.

„რამდენჯერაც იქნება დანაშაულის ნიშნები, იმდენჯერ არის შესაბამისი ორგანო ვალდებული, რომ გამოძიება დაიწყოს, თუნდაც მეათეჯერ იყოს ეს. ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაციონალური მოძრაობის" რეალური მმართველის, სააკაშვილის მიერ არის დამცირებული, ისეთ დღეშია ჩაგდებული, რომ ყველაში, დიდ ნაწილში გამოიწვია ემპათიური გრძნობები. კარგად იცით, რა დღეში ჩააგდეს - ჯერ აძახებინეს, რომ ვერ დააკავებდნენ, მერე გირაოს არ მიიღებდა, შემდეგ გამოვიდა და ამბობდა, რომ ვინც პარლამენტში შემოვიდოდა, იქნებოდა პუფი და პირველი პუფი იყო თვითონ, როცა შემობრძანდა პარლამენტში. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონსაწინააღმდეგო განცხადებებით, რომ თურმე ინსტიტუციების კითხვებს არ გასცემს პასუხს, ამას როცა ამბობს, ეს იგივე ცრუპენტელა მელიაა, როცა თქვა, რომ ვერ დააკავებდნენ და გირაოს არ მიიღებდა. ერთი განცხადება მითხარით მისი, რომელიც შეასრულა, სად გინახავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები თავის სიტყვას ასრულებდნენ,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ამასთან, ღუდუშაური მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილებაა და ის მალე დაიშლება.

„ხელშესახებია მათი დაშლის კონტურები, როგორც ჩანს, მელიამ გადაწყვიტა გამოვიდეს იმ დამცირებული როლიდან, რომელიც მას სააკაშვილმა მიაკუთვნა," - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×