რეზონანსი
23.09.2021

შემრცხვა - რა ჰკითხა მოქალაქემ გახარიას, რაზეც პასუხი არ ჰქონდა

პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე, მოქალაქემ მას შეკითხვა დაუსვა ზეთის ფასის შესახებ, რის გამოც შერცხვა, რადგან პასუხი არ იცოდა.

"ამასწინათ, ვარ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ავჭალაში, მოქალაქეებთან. შუახნის მამაკაცმა მითხრა, მომწონხარ და კი მოგცემდი ხმას, მაგრამ ორ კითხვაზე უნდა მიპასუხოო.

- მე ვუთხარი, აგერ ვარ, კითხვების არასდროს შემშინებია, რა უნდა მკითხოთ-თქო.

"ზეთი რა ღირსო" - შემეშალა, ვერ ვუპასუხე. მითხრა, ამიტომ არ მოგცემ ხმასო. ვუთხარი მართალი ხარ-მეთქი. აი ეს არის კლასიკური მაგალითი, რაც მოსდის ხელისუფლებას, შემრცხვა", - განაცხადა გახარიამ "რეაქციაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×