რეზონანსი
27.07.2021

ჯერჯერობით, ვინც თბილისის მერობის კანდიდატებად არიან წარმოდგენილი, არც ერთს მხარს არ დავუჭერთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მხარს არ დავუჭერთ კალაძეს. ასევე მხარს არ დავუჭერთ ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას. შესაძლოა, ოპოზიციაში სხვა ახალი კანდიდატი დავინახოთ, ვისაც ქალაქის პრობლემები ესმის და მას მხარი დავუჭიროთ, თუმცა ჯერჯერობით ასეთ კანდიდატს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა განმარტა, პირადად ის თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს და პარტია „მოქალაქეებს" მერობის კანდიდატი საერთოდ არ ეყოლება, თუმცა პარტია საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×