რეზონანსი
26.07.2021

თბილისში, დიდუბეში, ბათუმიდან მომავალი მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" „საქართველოს რკინიგზაში" განუცხადეს, დაშავებულს ადგილზე შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×