რეზონანსი
12.06.2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 178 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.3 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 15%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. ყველაზე მეტი 845 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 306 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 292 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 250 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.8% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 23.6%, აშშ-ში კი - 42.8%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×