რეზონანსი
15.05.2021

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 15 მაისის აქცია იმის გამო გადაიდო, რომ დღეს სრულიად სხვა მოცემულობაა ქვეყანაში.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საპროტესტო აქციები აღარ გაიმართება, თუმცა ამასთან, უდუმაშვილი თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის მუშაობას უნდა შეუერთდეს.

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს აქცია გადაიდო არის ის, რომ დღეს სრულიად სხვა მოცემულობაა ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო, მაშინ როდესაც ჩვენ აქცია დავაანონსეთ. მას შემდეგ გაფორმდა სწორედ შეთანხმება შარლ მიშელის დოკუმენტზე, მას შემდეგ დაიწყო ძალიან აქტიური პროცესები, იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა". შესაბამისად, ყველა ამ პროცესმა გავლენა იქონია დაგეგმილ აქციაზე და სწორედ ამის გამო გადაიდო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ან ზოგადად ოპოზიცია საპროტესტო აქციებზე უარს ამბობს. რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციები იქნება, თან არაერთი, უბრალოდ ჩემი სურვილია, ამ საპროტესტო აქციების პარალელურად ძალიან აქტიური მუშაობა იყოს საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×