რეზონანსი
13.05.2021

საქართველოში სამხედრო დრონების წარმოების დაწყება სამხრეთაფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან ერთად განიხილება - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ახალი წარმოება "დელტას" ბაზაზე უნდა შეიქმნას.

„დელტას ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთაფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან", - აღნიშნა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და 2022 წლიდან პროდუქციის გამოშვება.

უცნობია, უშუალოდ რა სახის დრონის წარმოება უნდა მოხდეს. იანვარში "დელტას" ერთ-ერთმა პარტნიორმა და კონტრაქტორმა კერძო კომპანია "Tam Management"-მა განაცხადა, რომ კომპანიამ შექმნა ქართული უპილოტო საფრენი აპარტის"T-31"-ის პროექტი, რომელსაც 350 კილოგრამის შეიარაღების ტარება და ასევე სადაზვერვო მისიების შესრულება შეუძლია.

ამ დროისთვის უცნობია, რა იქნება პროექტის ბიუჯეტი და რომელი დრონი ჩაეშვება სერიულ წარმოებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×