რეზონანსი
11.05.2021

„ჩემთვის გიგი უგულავა არარაობაა და მის სასამართლო პროცესზეც არაფერი მაინტერესებს,“ - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, გიგი უგულავა გაბანკროტებული პოლიტიკოსია.

„არ მაინტერესებს გიგი უგულავა, არც პოლიტიკურად და არანაირად. არის აბსოლუტურად დეგრადირებული, გაბანკროტებული პოლიტიკოსი. არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 13 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×