რეზონანსი
08.05.2021

დღეს შესაძლოა კოსმოსში უკონტროლოდ მოძრავი ჩინური რაკეტა დედამიწაზე ჩამოვარდეს. რაკეტის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი წყნარი ოკეანის ნეიტრალური წყლებია. მანამდე 22-ტონიანი რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას უნდა დაიწვას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინური რაკეტის ჩამოვარდნა დიდი ალბათობით რაიმე ზიანს არ გამოიწვევს.

უკვე რამდენიმე დღეა 30 მეტრის სიგრძის Long March 5B კოსმოსში 29 ათასი კმ/სთ სიჩქარით უკონტროლოდ გადაადგილდება. ამ ფაქტის გამო ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×