რეზონანსი
06.05.2021

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია, "ენმ"-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კორძაიამ განაცხადა "მელიას გაეღიმა "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით" და მისი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით უცვლელია.

"მას გაეღიმა "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით და თქვა, რომ მისი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით რჩება უცვლელი. ის თვლის, რომ "ქართული ოცნება" თავის ძალაუფლებას იყენებს ბოროტად და მას არ სურს აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის დამნაშავეებთან მიმართებაში. ვფიქრობთ, რომ ნიკა მელია განთავისუფლდება. "ქართული ოცნება" ვერ გავა შეთანხმებიდან, მას შეთანხმებაზე ხელის მოწერაც არ უნდოდა, ის იძულებული გახდა, რომ ხელი მოეწერა. ის კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი მოძალადე ხელისუფლებაა და ახდენს საკუთარი თავის ლუსტრაციას. "ქართული ოცნება" აუცილებლად დაასრულებს ცუდად თავის საქმიანობას", - ამბობს კორძაია." 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×