რეზონანსი
23.04.2021

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მინისტრის თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად მართონ.

„საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვიმყოფებით ისეთ სტადიაზე, როდესაც მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით.

რა თქმა უნდა მსჯელობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე. საბჭო ამასთან დაკავშირებით ასევე იმსჯელებს ორშაბათს.

ეკლესიის მხარდაჭერა ისევე როგორც შარშან ძალიან აქტიური იქნება. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იქნება რადიკალური შეზღუდვები", - აცხადებს ტიკარაძე.

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 1271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )