რეზონანსი
20.04.2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აუხსნეს მას ის მიზეზები, თუ რატომ უნდა გათავისუფლდეს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადახდის გარეშე. 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ვერ მოძებნის სხვა გზას მის გასათავისუფლებლად, შეთანხმების თანახმად, 1 კვირაში პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონი უნდა დარეგისტრირდეს. 

"პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულება. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მომავალში შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს, რაც შეეხება ნიკა მელიას - ჩვენ კიდევ ერთხელ ავუხსენით პრეზიდენტ მიშელს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოიძებნოს გზა მის გასათავისუფლებლად, რომელიც არ უკავშირდება გირაოს გადახდას.

გავარკვიეთ, რომ არც იურიდიულად არ არსებობს გირაო და არც ბატონი მელიას სურვილი ეს არ არის. თუ ხელისუფლება არ გამოიყენებს სხვა მექანიზმებს მის გასათავისუფლებლად, მაშინ, შეთანხმების თანახმად, 1 კვირაში პარლამენტის ბიუროზე უნდა დარეგისტრირდეს ამნისტიის კანონი. ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მუშაობა დაიწყება მხოლოდ ამ კანონთან მიმართებაში.

ამნისტიის კანონის შედეგად, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კი, მაქვს იმედი, რომ შემოგვიერთდება ბევრი სხვა ოპოზიციონერი დეპუტატი მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან." ეს არის ჩემი სურვილი და იმედი. ამის შემდეგ, ოპოზიციას სრული შემადგენლობით შეგვიძლია ყველა სხვა საკითხზე, რეფორმებზე და ა.შ.  დავიწყოთ მუშაობა,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )