რეზონანსი
20.04.2021

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, სალომე სამადაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა. მას „ნაცმოძრაობის“ წევრები მწვავედ დაუპირისპირდნენ. სამადაშვილის გუშინდელ მიმართვას უამრავი გამოხმაურება აქვს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები ითხოვენ, რომ სამადაშვილმა მანდატი და პარტიაც დატოვოს:

„მანდატი დატოვე და ისე წადი პარტიიდან, მოღალატევ!“;

„მოკლედ ვიტყვი დაგვაკარგინეთ ხალხს ნდობა აღარავინ დაგიდგებათ ვითომ ოპოზიცია მხარში. პირადად მე დავკარგე თქვენი ნდობა, კარგად ბრძანდებოდეთ!“;

„ხალხის თვალში არარაობა ხართ. გასაგდები პარტიიდან. ივანეს ბუტკა პარლამენტი გგონიათ…“;

„ქორწინების მოწმობას კი არ აწერდი ხელს, უნდა დაგეცადა. რა თქმა უნდა, როცა თავჯდომარე დაკავებულია შენ ვინ გეკითხება რამეს?!“;

„მანდატი დატოვე აუცილებლად. ამაზრზენია საქციელი, რომელიც იკადრეთ ქნ.სალომე. რითი განსხვავდები ელისაშვილისგან აგვიხსენი მაშინ..!“;

„სასაცილო არ ვიცი, მაგრამ ქალბატონო, სამარცხვინო კი ბრძანდებით“;

„დატოვე ჩვენი ხმებით მოპოვებული მანდატი, არარაობავ“;

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )