რეზონანსი
18.04.2021

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ფასილიტაროების ჩართულობით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებას და შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს "ტვიტერზე" ეხმაურება.

კრამონი იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას ამჯერად მაინც შეძლებენ.

"მესამე ცდა! იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის, ევროსაბჭოების პრეზიდენტ მიშელის გულწრფელი, სამართლიანი და ბოლო შემოთავაზება მიღებულ იქნება ყველა მხარის მიერ. კომპრომისებზე წასვლა საქართველოს გულისთვის არის სიძლიერე. ქართველები იმსახურებენ სრულ პარლამენტს, რომელიც მათთვის იმუშავებს," - წერს "ტვიტერზე" ვიოლა ფონ კრამონი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )