რეზონანსი
18.04.2021

პრინციპულად ეს დოკუმენტი მისაღებია, თუმცა „ლელო“ ყველა პუნქტს, რომელიც ხელში მიჭირავს, ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რათა იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. „ლელოს“ ლიდერმა მოლაპარაკებების პროცესში მონაწილე ელჩებსა და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.

„ეს არ იყო მარტივი პროცესი, ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ. დაიწყო გადატვირთვის პროცესი, რასაც „ლელო“ ყოველთვის ამბობდა. ამ დოკუმენტის შემდეგ ქვეყანაში ახალი გადატვირთვა დაიწყება, რაც გამოიხატება იმ პუნქტების რეალიზაციაში, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )