თამთა ჩაჩანიძე
23.04.2021

ვინც შვიდა, გულახდილად რომ ვთქვათ, აღარ ადარდებდა არც მოლაპარაკებები, არც შენი 43%, მათ სჭირდებოდათ არგუმენტი, საბაბი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, „ქართული ოცნება" საბაბს არ აძლევდა და დასცინოდა, თქვე საცოდავებო, მაინც შემოხვალთო, უცებ გამოჩნდა ევროკავშირი და აშშ, როგორც მხსნელი. ახლა პარლამენტში ევროკავშირის თხოვნით შედიან და არა „ოცნების" თხოვნით, ამიტომაც ოპოზიცია მორალურად სუფთაა - ასე აფასებს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

როგორც ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რა შედეგიც მოლაპარაკებების შედეგად ახლა დადგა, ამის მიღწევა ოპოზიციას ნოემბერში შეეძლო, ხოლო თუ შედეგი მხოლოდ რურუას გამოშვებაა, დრო სულ ტყუილად გაწელეს.

„ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები ძალიან გაიწელა, რასაც ახლა მხარეებმა მიაღწიეს, ეს იყო ის, რაც მეორე დღესვე უნდა გაეკეთებინათ, როგორც კი არჩევნები დასრულდა, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო იმიტომ, რომ ახლა გარდა პარლამენტში შესვლისა, არაფერი არ შეცვლილა. რურუა გამოდის, ეს კარგია და ერთადერთი დამდგარი შედეგია და ჩამკეტი 43%.

„ჩამკეტზე მაშინაც ლაპარაკობდნენ, ანუ არსებითად არაფერი არ შეცვლილა გარდა რურუას გამოსვლისა, მაშინ მელია გარეთ იყო, გამოდის, რომ მელიას განთავისუფლების გამო, პარლამენტში ოპოზიცია ისე ბრუნდება, რომ გაყალბებაზე რეალურად აღარ ლაპარაკობენ. როგორ შევიდეთ პარლამენტში გაყალბებულიაო, ახლა აღარაა გაყალბებული? შესვლა მელიაში გაცვალე?

„ვადამდელი არჩევნების თემა მაინც ადგილობრივს მიება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ისედაც ჩატარდებოდა, ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებში რომ გაემარჯვა, ვადამდელზე საკითხს მაინც დააყენებდნენ. ოპოზიციამ თავისი სტრატეგია კარგად არ გათვალა და ჭაობში ჩაეფლო. „ოცნებაც" ამბობდა, რომ ძალიან ბევრ დეპუტატს პარლამენტში შესვლა უნდოდა, ამიტომაც მანდატებს არ უხსნიდნენ, ამის წინააღმდეგი მხოლოდ „ნაცმოძრაობა" იყო და ერთის მხრივ მათი ბულინგის, მეორე მხრივ კი „ოცნების" დაცინვის ეშინოდათ.

„უცებ გამოჩნდა ევროკავშირი და აშშ, როგორც მხსნელი. ახლა პარლამენტში ევროკავშირის თხოვნით შედიან და არა „ოცნების" თხოვნით, ამიტომაც ოპოზიცია მორალურად სუფთაა. ვინც შვიდა, გულახდილად რომ ვთქვათ, აღარ ადარდებდა არც მოლაპარაკებები, არც შენი 43%, მათ სჭირდებოდათ არგუმენტი, საბაბი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, „ქართული ოცნება" საბაბს არ აძლევდა და დასცინოდა, თქვე საცოდავებო, მაინც შემოხვალთო.

„გუშინ სტოლტენბერგმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა, ეს ევროპული სტილია, თუმცა ზურაბიშვილს არაფერი სამადლობელო არ სჭირდა, რასაც დანიელსონი აკეთებდა, ის პრეზიდენტს უნდა გაეკეთბინა, ამიტომ იღებს ხელფასს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავალი ნახოს. ვერ გააკეთა, ჩაუფლავდა, ასე გამოვიდა, რომ თავისი ფართი მოლაპარაკებებისთვის მარტო გააქირავა, ამ ფონზე ოპოზიციას მორალური უფლება გაუჩნდა ევროპის და ამერიკელების თხოვნით, მადლიერების განცხდით, რომ მობრძანდით თუ შეიძლება პარლამენტშიო და შვიდნენ".

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ახლა საინტერესო პროცესები მიდის, თუმცა ამჯერად პროცესებიდან გამარჯვებული „ქართული ოცნება" გამოვიდა, რადგან ოპოზიცია პარლამენტშია და არჩევნების გაყალბებაზე საუბარი აღარაა, ვადამდელზეც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ს აიღებს.

„ნაცმოძრაობის" გამწარება გასაგებია, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწევდნენ, ისევ ისე იქნებოდნენ გაჩერებულები, როგორც იყვნენ, ევროპა იმიტომ ჩაერთო, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო და არა იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის" ინტერესები დაეკმაყოფილებინა.

„ნაცმოძრაბის" ამბობს, რომ როგორც კი მელია გამოვა, შევიდეთო, გამოვიდა, რომ მელიას გამოშვებაში ვადამდელი არჩევნები გაცვალა, ეს მომენტია თორემ მას რომ 43% ადარდებდეს, იტყოდნენ, რომ სანამ ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება მანამდე არ შევალთ პარლამენტშიო, შესაბამისად ვადამდელი არჩევნები მეორე პლანზე გადავიდა.

„პლებისციტზეც კი თქვეს უარი, რითაც უნდა ეთქვა ქართველ ხალხს საჭიროა თუ არა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ახლა ესეც გამოირიცხა, ანუ გაყალბება საერთოდ აორთქლდა როგორც ცნება და ახლა არც იმჩნევენ. ამის გამო 6 თვის განმავლობაში თავიანთ მოვალეობას არ ასრულებდნენ, ანუ ოპოზიციის მისამართით კითხვები არსებობს, „;ქართული ოცნება" ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, მაგრამ ასეთი ოპოზიციაც მისაღები არაა.

„აქ ერთადერთი მარგი შედეგი რურუას გამოშვებაა, ანუ მთელი ამხელა ხმაური რურუას გამო იყო? არა მგონია, ვადამდელი არჩევნების და გაყალბების საკითხი, რომ დააყენეს მელია მაშინ გარეთ იყო, ციხეში მერე მოხვდა, ისე შეხვედი პარლამენტში, რომ რურუას გამოშვების გარდა ხელში არაფერი გაქვს, ამად ღირდა? ნოემბერში შესულიყვნენ და ებრძოლა მეორე ტურში და ორი-სამი დპუტატი მაინც ჰყოლოდათ და ა.შ.

„რაკი სააკაშვვილმა განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ უნდა შევიდეთო, შელენ, მაგრამ ჩემი აზრით, სჯობდა რომ არ შესულიყვნენ, მათ თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ და საზოგადოებაშიცაა ხალხი ვისაც არ მოსწონს, რომ ოპოზიცია შედის, ანუ შეეძლო აეკრიფა ეს ხმები, ასეთს სულ ცოტა 15%-ს მაინც მოაგროვებდნენ.

„საინტერესო პროცესებია, თუმცა ახლა არსებითად „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, იმიტომ, რომ მან მიიღო, პარლამენში დეპუტატების შესვლა და ის მიიღო, რომ ვადამდელ არჩევნებზე გაყალბების კონტექსტში ლაპარაკი აღარაა, ეს იმ შემთხვევაშია თუ იგი ადგილობრივზე 43%-ს არ აიღებს," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×