რეზონანსი
09.10.2022

საქართველოს ეკონომიკის ბოლოდროინდელი ზრდის მაღალი ტემპები უდავოდ დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია. გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში, საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებაში.

რეზონანსი
02.10.2022

ევროკომისიის მიერ მოცემული 12 - პუნქტიანი „საშინაო დავალების“ თანახმად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად „დეოლიგარქიზაციის“, „დეპოლარიზაციის“ და რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირებასთან ერთად საქართველომ უნდა უზრუნველყოს, „ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი პირის გამჭვირვალე პროცედურით დანიშვნა, მისი სამსახური კი ზეგავლენებისგან უნდა იყოს თავისუფალი“.

რეზონანსი
25.09.2022

რა დროს „მეფე“ მისი მემორიალიაო, იკითხავს მავანი, როდესაც „ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნათელი პერსპეტივა მოგვანიჭეს“, ხოლო თბილისის მერია, როგორც ჩანს, ევროპულ კავშირში სრული ინტერგაციის დაჩქარების მიზნით, უკვე თამარ მეფისა და ქეთევან დედოფლის გამზირებზე აწყობს „ბასლაინებს“და „პარკინგებს“... თუმცა, იმედი მაქვს, დამეთანხმება, რომ ყველა ის პრობლემა, რომლის მოგვარება ევროკომისიის 12 პუნქტიანი „საშინაო დავალებით“ დაგვევალა, რევოლუციებში „გამარჯვებული ხალხის“ გაუნათლებლობის, პირველ რიგში კი, დაბალი სამართლებრივი კულტურის გამო დაგვიგროვდა. 

რეზონანსი
21.09.2022

ყაზახეთის პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე მონაწილეობის წინ ყაზახეთი კვლავ ახდენს მსოფლიო საზოგადოების თვალწინ იმის დემონსტრირებას, რომ ის გაეროს იდეების ერთგულია და მზად არის ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოებს, რომლებიც საჭიროებენ ამგვარ მხარდაჭერას.

რეზონანსი
12.09.2022

„რა არის ყაზახეთი პოტენციური ინვესტორების თვალში?" - ეტაპობრივად გავცემთ ამ კითხვაზე პასუხს და დასაწყისში ცოტა ანალიტიკურ შესავალსაც გავაკეთებთ.

რეზონანსი
06.09.2022

1940 წლისათვის ჩრდილოკავკასიელი ხალხები ძირითადად უკვე საკმაოდ მყარად იყვნენ მოქცეულნი „ერთიან საბჭოთა ძმურ ოჯახში”, მაგრამ არსებობდა მედლის მეორე მხარეც - ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში, მაღალმთიან აულებსა თუ სოფლებში, ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი კომუნისტებისადმი სიძულვილი, რუსებისადმი არამეგობრული და ხშირად, მტრული დამოკიდებულება. 

რეზონანსი
06.09.2022

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგმომ ქვეყანაში რამდენჯერმე განვითარდა ისეთი ეკონომიკური პროცესები, რომელთაც კატასტროფული ზიანი მიაყენეს ქართულ სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს. მაგალითად, ეროვნილი ფულადი ერთეულის ათასობით პროცენტით გაუფასურება და ჰიპერინფლაცია; სტრატეგიული სამრეწველო და არასამრეწველო ობიექტების გაუაზრებელი პროვატიზაცია და ჩარხ-დანადგარების უცხოეთში ჯართად გაყიდვა; საოკეანო თევზსაჭერი ფლოტილიის 60 გემის უცხოელებზე გასხვისება უმცირეს ფასებში; ყალბი ანგარიშ-ფაქტურებით სახელმწიფო ფინანსური სისტემის სრულად მოშლა და სხვა ასეთივე არაერთი შემთხვევა. აქედან მიღებული მატერიალური ზარალი, რომელიც საქართველომ მიიღო სამი ათეული წლის განმავლობაში, შეადგენს ასეულობით მილიარდ ლარს.

რეზონანსი
05.09.2022

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავჯდომარე სი ძინპინი ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ სექტემბერში პირველად ეწვევა ყაზახეთს. მომავალ შეხვედრას განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის იმართება დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 და მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის 20 წლისთავზე.

რეზონანსი
25.08.2022

თანამდებობაზე არჩევიდან მალე, გერმანიის ბუნდეს-კანცელერმა ოლაფ შოლცმა,რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის გამო, მოითხოვა ჩაეტარებინათ ბუნდესტაგის საგანგებო სხდომა და გამოსვლისას გერმანიის ახალი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება დაანონსდა. მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინის მიმართ მას თვალი აუხილა. „ასე გაგრძელება არ შეილება. ჩვენ დემოკრატია უნდა დავიცვათ" - განაცხადა შოლცმა. ამიტომ გადაწყდა გერმანიის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა და ახალი სამხედრო ტექნიკის შეძენა. შოლცი ირწმუნებოდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პარადიგმა იცვლებოდა და ახალი ეპოქა იწყებოდა.

რეზონანსი
21.08.2022

ერთ ჩემს ადრინდელ წერილში ვწერდი - ქვეყანაში სოციალური პრობლემების მოგვარება ეკონომიკური, ფინანსური პრობლემების მოგვარების შემდეგ იწყება. მართლაც, ეკონომიკური სიძლიერე წარმოადგენს ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ქვეყნის უსაფრთხოების და ა.შ. ფინანსურ უზრუნველყოფას. ასეა ფეხბურთშიც. თუ ფინანსები გაქვს, გექნება საუკეთესო ბაზა, საუკეთესო სავარჯიშო პირობები და მოედნები, დაიქირავებ კვალიფიციურ მწვრთნელს, შეიძენ  კვალიფიციურ ფეხბურთელებს და შესაბამისად, იქნები მოწინავე. სამწუხაროდ, იგივე ფინანსების არ ქონის გამო, ქართულ რეალობაში ამას ყველაფერს მოკლებულნი ვართ. თუმცა, ცოცხალი ადამიანი უსიცოცხლო გარემოს არ უნდა შეეგუოს და იწყოს ფიქრი და მოქმედება მდგომარეობის სასიკეთოდ შესაცვლელად.

რეზონანსი
17.08.2022

სახელმწიფო გეგმავს საავადმყოფოების დაფინანსების ახალი მეთოდის დანერგვას, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ყველაზე სამართლიანი სატარიფო სისტემა. ეს სისტემა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (Diagnosis-Related Groups – DRG) ანუ „დიარჯის“ სახელწოდებით არის ცნობილი. ახალი მეთოდი გულისხმობს საავადმყოფოს დაფინანსების რადიკალურ რეფორმირებას. პაციენტზე გაწეული მკურნალობის ფაქტიური ხარჯის ანაზღაურების ნაცვლად, საავადმყოფოების დაფინანსება განხორციელდება პაციენტების დიაგნოზებზე დაფუძნებული, წინასწარ განფასებული სამკურნალო სტანდარტების მიხედვით.

პეტრე მამრაძე
14.08.2022

„2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით, ეს იყო სწორედ ღალატი ქვეყნისა და სამშობლოსი. მას შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა ქვეყნისთვის, მას შეეძლო არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება…თუ არა მაშინდელი ხელისუფლების წინდაუხედავი, ყველაზე რბილია, თუ გინდათ ღალატობრივი ქმედებებიც კი, რუსეთი ვერ მოახერხებდა და ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს“.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×