
საჩხერეში, თევზაობის დროს მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 31 წლის ახალგაზრდა თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროკაბელს გამოედო. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც “საზოგადოება საჩხერელი“ ფეისბუქგვერდზე წერს, ის ყოფილი მორაგბე ლაშა (პანდა) გრძელიშვილია.
“სამწუხარო ინფორმაცია - ტრაგიკულად დაიღუპა ლაშა (პანდა) გრძელიშვილი. სარაგბო კლუბ “ჯრუჭის“ ყოფილი მოთამაშე, ლაშა გრძელიშვილი თევზაობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ახალგაზრდა, ენერგიული და სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელსაც მთელი მომავალი წინ ჰქონდა, 1-ელ სექტემბერს 31 წლის გახდებოდა.
საჩხერეში დატრიალებულმა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ ყველას გული დაწყვიტა და დიდი სიცარიელე დატოვა.
თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ უდიდესი ტკივილის ჟამს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული,“ - წერია გავცელებულ ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე