რეზონანსი
22.08.2026

„ემ თი ეი“-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება“ - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, ალპურ ზონაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. ქართველმა შეფ-მზარეულებმა აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები და ჩართულიყვნენ აქტივობებში.

„გოდერძიზე არსებული საბაგიროები აქტიურად ემსახურება დამსვენებლებს. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ზაფხულის სეზონის განვითარებას და ხელს უწყობს ტურისტებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას. „ემ თი ეის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას არა მხოლოდ გოდერძიზე, არამედ ჩვენს მიერ ოპერირებად სხვა კურორტებზეც“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.

გოდერძიზე საბაგირო ინფრასტრუქტურა ზაფხულის სეზონისთვის 21 ივლისიდან ფუნქციონირებს. ღონისძიება მთის ტრასების სააგენტოს, Visa Georgia-სა და ამბასადორი გოდერძის ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×