რეზონანსი
18.08.2026

ქარ­თულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რი­გი ხმა­უ­რი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა აგორ­და. ამ­ჯე­რად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მეღ­ვი­ნე ეკა ჭვრი­ტი­ძე და ცნო­ბი­ლი ლოტ­ბა­რი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი მო­ექ­ცნენ. ჭვრი­ტი­ძემ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გავ­რცე­ლა, სა­დაც 2021 წელს, ახ­მე­ტა­ში, უში­კიშ­ვი­ლის სას­ტუმ­რო­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა და მას­პინ­ძე­ლი უხეშ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და არა­კო­რექ­ტულ ქცე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. რო­გორც ეკა ჭვრი­ტი­ძე ვი­დე­ო­-მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნავს, მან ეს ის­ტო­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­მარ­თლის გა­სა­გე­ბად გა­უ­ზი­ა­რა.

ეკა ჭვრი­ტი­ძე:

„გა­მარ­ჯო­ბა, ახლა უნდა მო­გიყ­ვეთ ერთი ის­ტო­რია, ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც 2021 წელს გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლის სას­ტუმ­რო­ში გა­დაგ­ვხდა მე და ჩემს ორ მე­გო­ბარს. ღამე გა­ვა­თე­ნეთ კვე­ტე­რა­ზე და მე­ო­რე დღეს რომ ჩა­მო­ვე­დით ახ­მე­ტა­ში, ახა­ლი გახ­სნი­ლი ჰქონ­და გი­ორ­გის ეს სას­ტუმ­რო და მე ვუ­თხა­რი ამ ჩემს მე­გობ­რებს, წა­მო­დი, წა­ვი­დეთ-მეთ­ქი, თან ვნა­ხოთ, რა გა­ა­კე­თა და გვერ­დში და­ვუდ­გეთ-მეთ­ქი. მი­ვე­დით, შე­ვე­დით და დაგ­ვხვდა იქ გი­ორ­გი. არ მინ­დო­და ამის მო­ყო­ლა, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, რომ მოვ­ყვე იმი­ტომ, რომ ღირ­სია სი­მარ­თლე გა­ვა­გე­ბი­ნო ხალ­ხს, რად­გან ენას არ აჩუ­მებს და უტიფ­რად იქ­ცე­ვა, მეც ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ამ ამ­ბის თქვე­ნამ­დე მო­ტა­ნა, ყვე­ლამ იცო­დეს, ვინ ვინ არის.

მი­ვე­დით, შე­ვე­დით, დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვე­წო­ნა. გვში­ო­და, რეს­ტო­რან­ში დავ­სხე­დით, შე­ვუ­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი, გი­ორ­გიც იქ დაგ­ვიჯ­და და მე­უბ­ნე­ბა ასეთ რა­ღა­ცას, იცი, მეც ვა­წარ­მო­ე­ბო ღვი­ნო­სო. ვა, რა მა­გა­რია მეთ­ქი, გი­ლო­ცავ. უცებ ძა­ლი­ან უხე­შად და­ე­ლა­პა­რა­კა მიმ­ტან ბიჭს, თით­ქოს მონა ყო­ფი­ლი­ყო. ძა­ლი­ან არ მე­სი­ა­მოვ­ნა, საჭ­მე­ლი აღარ მინ­დო­და. ლუდს მი­ვირ­თმევ­დით, ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი დღე იყო.

მო­ი­ტა­ნა ეს ბოთ­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე დაგ­ვიდ­გა. სას­ტუმ­როს დი­ზა­ი­ნი მარ­თლა მოგ­ვე­წო­ნა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. ვსხედ­ვართ, ვსა­უბ­რობთ აუ­ზის გვერ­დით და ამ ლა­პა­რაკ-ლა­პა­რაკ­ში ჰყვე­ბა, თა­ვის თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლებ­ზე, ახ­მე­ტე­ლებ­ზე რა­ღა­ცას, გა­ვი­მე­ო­რებ, ძა­ლი­ან ცუ­დად მო­იხ­სე­ნი­ებ­და. ამ­ბობ­და, რომ აღარ უშ­ვებ­და თა­ვის აუზ­ში სა­ცუ­რა­ოდ, ფუ­ლის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­შიც კი. იმ მო­მენ­ტში არა­ფე­რი ვუ­თხა­რით, სტუმ­რად ვი­ყა­ვით და ჩვენ­თვის პი­რა­დად შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მო­უ­ყე­ნე­ბია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ჩამ­რჩა გულ­ში, მეც და ჩემს მე­გობ­რებს, ორ გო­გოს, თუ­შებს.

გა­ვი­და ერთი-ორი თვე და ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­გე, რომ ლელა თა­თა­რა­ი­ძე აკე­თებ­და მა­გას­თან კონ­ცერტს. იმ დროს, მე და ის გო­გო­ე­ბი, ჩემი მე­გობ­რე­ბი, თარ­გოხ­ში ვი­ყა­ვით, ჩემ­თან. ვუ­თხა­რი, ლელა თა­თა­რა­ი­ძეს კონ­ცერ­ტი უნდა ჰქონ­დეს-მეთ­ქი უში­კიშ­ვილ­თან და იმე­დია, ლე­ლა­საც ისე არ მო­ექ­ცე­ვა, რო­გორც ჩვენ წი­ნა­შე მო­იქ­ცა-მეთ­ქი. ჰოდა, და­მა­ვი­წყდა, რა გა­ა­კე­თა, ჩვე­ნი იქ ყოფ­ნი­სას ეს ბოთ­ლე­ბი ხომ ჩა­მოგ­ვიმწკრი­ვა და მერე ცოტა ხან­ში ეძა­ხის ამ ბიჭს, მო­დიო და წა­ა­ღე­ბი­ნა ეს ბოთ­ლე­ბი. და­ვი­შო­კე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი, ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბელს ბოთ­ლებს და­ა­ნა­ხებს და არ გა­ა­სინ­ჯებს.

ახლა თა­ვის პოსტზე, ვი­ღაც თა­ვის­ნა­ი­რი კაცი უწერს ჩემ­ზე, ის ლოთი გოგო რა­ტომ გა­აბ­რა­ზეო და ეს ეუბ­ნე­ბა, რომ ღვი­ნო არ და­ვა­ლე­ვი­ნე და გამ­წა­რე­ბუ­ლი­აო. რად მინ­და მა­გის ღვი­ნო, 120 000 ბოთლს ვა­წარ­მო­ებ ყო­ველ წელს, თან პრე­მი­უმ კლა­სის ღვი­ნოს. ამას არა­ვინ არ გა­ა­კე­თებ­და, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი. „მო­ჟოშ­კა“, ფუ­ლის ღორი, წუწ­კი, ხელ­მომ­ჭირ­ნე, სა­ზი­ზღა­რი ადა­მი­ა­ნი. იმ სა­ღა­მოს, ლე­ლა­ზე რომ გა­ვი­გე, ავი­ღე ტე­ლე­ფო­ნი, დავ­რე­კე, მო­ვი­თხო­ვე გი­ორ­გი. მი­პა­სუ­ხა - გა­მარ­ჯო­ბა, ეკა ვარ-მეთ­ქი, შენ­თან ლელა თა­თა­რა­ი­ძეს აქვს სა­ღა­მო და იმე­დია, მა­გა­საც ისე არ მო­ექ­ცე­ვი-მეთ­ქი, იმი­ტომ, რომ ლელა-ლე­ლაა და იმ­სა­ხუ­რებს ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს. შენა ხარ მეთ­ქი - ტუუ, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე. შენ კიდე ხარ თავ­ხე­დიო. აი, ეს მოხ­და.

სა­ნამ ან­წუ­ხე­ლი­ძის სა­ხელს ახ­სე­ნებ, პირი გა­მო­ი­რე­ცხე მაგ შენი „ჭყლა­პურ­ტა“ ღვი­ნით და მერე ახ­სე­ნე ნორ­მა­ლუ­რი ვაჟ­კა­ცე­ბი და კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი და შენ თუ მარ­თლა გგო­ნია, რომ მე ღვი­ნო არ და­მა­ლე­ვი­ნე და მა­გი­ტომ ვარ გამ­წა­რე­ბუ­ლი, იცი, რა­ტომ ვარ გამ­წა­რე­ბუ­ლი? შენი ხორ­ხის უკან, არა ადა­მი­ა­ნი და არა­კა­ცი იმა­ლე­ბა. გე­უბ­ნე­ბი, არა ადა­მი­ა­ნი ხარ და ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, მაგ­რამ ეს ის­ტო­რია მა­ინც იყოს. აი, ეს არის გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი - აფე­რის­ტი, წუწ­კი და არ არის ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი“.

აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბებ­სა და ვი­დე­ო-­მი­მარ­თვას გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­ლე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ლოტ­ბა­რი ჭვრი­ტი­ძის ნათ­ქვამს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ სტუ­მა­რი თა­ვად იქ­ცე­ო­და არა­დეკ­ვა­ტუ­რად.

გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი:

„მო­რი­გი სი­ბინ­ძუ­რე გა­მო­აგ­დეს, რა გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მოკ­ლედ, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ჰყვე­ბა რა­ღა­ცებს ჩემ­ზე და ცოტა რომ მა­ინც მიც­ნობ­დეს, ამ­დენ სი­სუ­ლე­ლეს არ მო­ი­ფიქ­რებ­და. თან ჰყვე­ბა მი­ნი­მუმ 5 წლის ამ­ბავს და ახლა გა­ახ­სენ­და. ჯერ ხომ არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ აქვს იმი­სა, რა­საც სა­უბ­რობს. მთვრა­ლი მო­ვი­და, იგი­ნე­ბო­და და ტა­ლა­ხი­ან ფე­ხებს ალა­გებ­და მა­გი­და­ზე. არ მი­კად­რია, რამე და­მე­წე­რა აქამ­დე, მთელ­მა „სტაფ­მა“ იცის ეს ყვე­ლა­ფე­რი. ასე­ვე შემ­დეგ რე­კავ­და და გვა­გი­ნებ­და ნას­ვა­მი.

გი­ნე­ბის მი­ზე­ზი იყო, რომ რო­გორ არ და­ვა­ლე­ვი­ნეთ ღვი­ნო. ჩემს პი­რად ნო­მერ­ზე რე­კავ­და და მა­გი­ნებ­და. ასე­ვე დღეს მომ­წე­რა პი­რა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბა და მა­გი­ნებს, ან ნეტა, რა და­ა­მა­ხოვ­რდა, ჩემ­თან სტუმ­რო­ბის დროს ისე­თი მთვრა­ლი იყო. არ უნდა იკად­რო ადა­მი­ან­მა უკად­რე­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღებ სა­კად­რის პა­სუხს“.

წყარო: „Ambebi.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×