რეზონანსი
18.08.2026

17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ბუნ­დო­ვა­ნი და მტკივ­ნე­უ­ლი ის­ტო­რი­აა, რო­მელ­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ჩე­ნილ­მა უამ­რავ­მა კი­თხვამ, სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ამ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ჭო­რებ­მა ოჯა­ხის ტკი­ვი­ლი კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვა.

გა­და­ცე­მა­ში "შენი ამ­ბა­ვი თა­ი­ას­თან“ გუ­რა­მის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­ზე, შვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის დე­ტა­ლებ­სა და იმ გავ­რცე­ლე­ბულ ეჭ­ვებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლე­ბიც მისი შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ირ­გვლივ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრი­ა­ლებს. გუ­რა­მის დედა, მის გაქ­რო­ბამ­დე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს:

"მეშ­ვი­დე კლა­სი­დან მე­ცხრე კლა­სამ­დე გუ­რი­კა მა­მი­დას­თან იზ­რდე­ბო­და. 9 წლამ­დე გუ­რი­კა სო­ფელ­ში ძე­ვე­რის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, ჩემ­თან იყო. მე რომ წა­ვე­დი, შემ­დეგ ჩემს ძმას­თან გა­და­ვი­და გორ­ში. იქ სწავ­ლობ­და. რა თქმა უნდა, თბი­ლის­ში მი­დი­ო­და მა­მი­დას­თან, ბი­ძას­თან, ყვე­ლას­თან მი­დი­ო­და. ჩემს ხალ­ხთა­ნაც და მა­მის ხალ­ხთა­ნაც. მეშ­ვი­დე კლა­სი­დან მე­ცხრე კლა­სამ­დე თბი­ლის­ში სწავ­ლობ­და. მე ამ დროს ემიგ­რა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამ პე­რი­ოდ­ში, მა­მი­დას­თან, მა­მას­თან ვლა­პა­რა­კობ­დი ტე­ლე­ფო­ნით, ფა­სი­ან სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

ერთ დღეს და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ აღარ უნ­დო­და სწავ­ლა. შენ­თან მინ­დაო. 14 წლის იყო მინ­დო­ბი­ლო­ბით რომ გად­მო­ვიყ­ვა­ნე ჩემ­თან. სამი თვე თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობ­და, სამი თვე თბი­ლის­ში. თურ­ქეთ­ში ხუთი გად­მოს­ვლა ჰქონ­და და ამის შემ­დეგ გა­ა­ფუ­ჭა ვიზა, აღარ მინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, აქ მინ­და ყოფ­ნაო.

დი­ლის შვი­დის ათ წუთ­ზე გავ­დი­ო­დი სახ­ლი­დან, შუ­ა­დღეს ვბრუნ­დე­ბო­დი. ერთ დღეს, დი­ლის 11:00 სა­ათ­ზე სახ­ლის პატ­რონ­მა და­მი­რე­კა, მთლი­ა­ნი კორ­პუ­სი იჩხრი­კე­ბაო. ბავ­შვი არ იყო ად­გილ­ზე და მე­ზობ­ლებ­მა მი­თხრეს, ვიზა რომ არ აქვს, გა­რეთ არის და გვი­ყუ­რებ­სო. ჩემს ბი­ნას­თან ახ­ლოს ქარ­თვე­ლე­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­რა­ჟია, იქ იყო ერთი პი­როვ­ნე­ბა გია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ცუ­დად გამ­ხდა­რა.

ხა­ტე­ბის კუ­თხეს­თან მედო ჩემი და გუ­რი­კას გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პას­პორ­ტი. პო­ლი­ცი­ამ მი­თხრა, სა­ხელ­სა და გვარს შე­ვიყ­ვან­თო და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ 9 წელი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი მქონ­და პას­პორ­ტი. ამ დროს მე­ო­რე პას­პორ­ტი და­ი­ნა­ხა, პო­ლი­ცია იყო და ხომ არ დავ­მა­ლავ­დი?! წა­ვე­დი პო­ლი­ცი­ა­ში, ბავ­შვზე ვდარ­დობ­დი, სად იყო. ად­გილ­ზე ჩემი მე­ზობ­ლე­ბი დამ­ხვდნენ, გა­მიკ­ვირ­და, რა ხდე­ბო­და. მი­თხრეს, არა­ფე­რი იცი? ჩვე­ნი სახ­ლის წინ ბიჭი და­ი­ღუ­პაო. ფოტო რომ ვნა­ხე, ეს იყო გია.

ცუ­დად რომ გამ­ხდა­რა ეს გია, კი­ბე­ებ­ზე ჩა­მო­სუ­ლა და ყველ­გან ზარს რე­კავ­და. ხალ­ხი ქარ­თუ­ლად ყვი­რო­და კოვ­ზი გა­მო­ი­ტა­ნეო. გუ­რი­კა იმ­დე­ნად დაბ­ნე­უ­ლა, რომ ხის კოვ­ზი ეჭი­რა, ვერ მიხ­ვდა რა ხდე­ბო­და.

გუ­რი­კას და­კარ­გვას­თან ეს ამ­ბა­ვი არა­ფერ შუ­ა­ში არ არის. გუ­რი­კას გარ­და ასი ადა­მი­ა­ნი შე­ეს­წრო ამ ამ­ბავს. მე ამ დროს სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი.

მე მა­შინ­ვე დე­პორ­ტი მო­ვი­თხო­ვე. პო­ლი­ცი­ამ მი­თხრა, წადი, გა­და­ი­ტა­ნე შენი რა­ღა­ცე­ბი და ბავ­შვიც წა­იყ­ვა­ნეო. მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ მე ჩა­მო­ვე­დი, შემ­დეგ ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი, მისი მე­უღ­ლე, გუ­რი­კას მამა ერ­თად წა­ვე­დით და სარფთან რომ მი­ვე­დით, გუ­რი­კა ვერ გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ, იმი­ტომ რომ პას­პორ­ტი იყო გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი. იქ რომ მარ­ტო დარ­ჩა რვა დღე, რა თქმა უნდა გა­ნერ­ვი­ულ­დე­ბო­და, მაგ­რამ სულ ვუ­რე­კავ­დი.

გუ­რი­კა გად­მო­ვა­პა­რე, იქი­დან ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის სახ­ლში მი­ვე­დით. რე­ზომ, გუ­რი­კას მა­მამ მი­თხრა, ბავ­შვს ცოტა ხანი წა­ვიყ­ვან, შენც მი­ხე­დე შენს საქ­მე­ებ­სო, უკან უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი ბარ­გი გად­მო­მე­ტა­ნა.

მა­მას გაჰ­ყვა ბავ­შვი. შემ­დეგ მა­მი­დამ წა­იყ­ვა­ნა სა­მუ­შა­ოდ, მის ქმარ­თან მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, სა­ლა­თებს აკე­თებ­და, ძა­ლი­ან უხა­რო­და.

ჩემი წარ­სუ­ლი ან მა­მა­მის­თან გა­ცი­ლე­ბა არა­ფერ კავ­შირ­ში არ არის მის გაქ­რო­ბას­თან. არ ვიცი მამა რა­ტომ არ ჩნდე­ბა სა­ჯა­როდ. ვიცი, რომ ძა­ლი­ან აწუ­ხებს გული", - თქვა სოფო ბიბიბლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×